ფეხბურთი

18:15 | 20.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ტიაგო სილვა იტალიაში ბრუნდება

ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ კაპიტანი ტიაგო სილვა სერია A-ში ბრუნდება. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა „ფიორენტინასთან“ შეთანხმებას უკვე მიაღწია და იტალიურ გუნდში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა.

სილვას კონტრაქტი „იებთან“ 2-წლიანი იქნება და ხელფასის სახით ვეტერანი ფეხბურთელი წელიწადში 4 მილიონ ევროს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ 35 წლის ცენტრალური მცველი პსჟ-ში იტალიური „მილანიდან“ გადავიდა. მას „როსონერის“ შემადგენლობაში 119 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 6 გოლი გაიტანა. „შავ-წითლებთან“ ერთად სილვამ იტალიის ჩემპიონატი და სუპერთასი მოიგო.

რაც შეეხება ფრანგულ გუნდს, - ბრაზილიელმა 313 მატჩში 17 გოლი მიითვალა. ბრაზილიელი პარიზელთა რიგებში ბოლოჯერ ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ბაიერნის" წინააღმდეგ ითამაშებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112244