ფეხბურთი

0:51 | 20.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ემანუელ ეგბო: "დინამოზე" ახლაც იგივე წარმოდგენა მაქვს, რაც თამაშამდე მქონდა"

ალბანური „ტირანას“ მთავარმა მწვრთნელმა ემანუელ ეგბომ „დინამო თბილისთან“ მოგების (2:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მეტოქეზე წარმოდგენა არ შეცვლია - „დინამო“ ძალიან კარგი გუნდია.

„ახლა „დინამო თბილისზე“ ზუსტად იგივე წარმოდგენა მაქვს, რაც მატჩამდე მქონდა. ვიცოდით, რომ შემტევი და აგრესიული ფლანგები ჰყავდა და ამიტომ ვცდილობდით, უფრო მჭიდროდ და კომპაქტურად გვეთამაშა. შემიძლია გითხრათ, რომ ჩემს წარმოდგენაში მეტოქეზე ნეგატივისკენ არაფერი შეცვლილა, ზუსტად ის ფეხბურთი დაგვახვედრა „დინამომ“, რასაც ველოდით. „დინამო თბილისი“ კარგი გუნდია. ჩემი ცხოვრებისეული ფილოსოფია რელიგიასთან ძალიან ახლოსაა და მჯეროდა, რომ გამარჯვება ისევ ჩვენ დაგვრჩებოდა, როგორც 2003 წელს. „დინამოსთან“ შეხვედრა წილისყრის შემდეგ იმიტომ გაგვიხარდა, რომ სხვა სავარაუდო მეტოქეები უფრო გამოცდილები და ძლიერები იყვნენ. ჩემს მომავალზე ბევრს ვერაფერს გეტყვით, გუნდთან კონტრაქტი მაქვს და ყველაფერი მომავალში გამოჩნდება.

ბედნიერი ვარ შემდეგ ეტაპზე გასვლით, გამარჯვება დავიმსახურეთ და ეს ერთად შეკვრაში უფრო დაგვეხმარება. „ცრვენა ზვეზდას“ სახლში დავუხვდებით, ჩემთვის გასაგებია ალბანეთისა და სერბეთის დაძაბული ურთიერთობა, მაგრამ ვეცდებით პოლიტიკა და სპორტი გავმიჯნოთ და მოედანზე მაქსიმუმს გავაკეთებთ“, - თქვა ეგბომ.

შეგახსენებთ, „დინამო თბილისი“ ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა, მაგრამ ევროსეზონი არ დაუსრულებია და ევროპა ლიგაზე გადაინაცვლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124597