ფეხბურთი

0:30 | 20.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

რიკარდო როდრიგესი "ტორინოში" გადავიდა

შვეიცარიის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე "მილანის" ყოფილი მცველი რიკარდო როდრიგესი კარიერას "ტორინოში" გააგრძელებს. როგორც ტურინული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, სამხრეთამერიკული ფესვების მქონე ფეხბურთელმა ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. Transfermarkt-ის ინფორმაციით, ტრანსფერის სანაცვლოდ "როსონერიმ" სამი მილიონი ევრო მიიღო.

როდრიგესი "ციურიხის" აკადემიის აღზრდილია და 2012 წელს "ვოლფსბურგში" გადავიდა, სადაც ხუთი სეზონი გაატარა. 2017 წელს რიკარდო "მილანში" გადავიდა და ამ გუნდის მაისურით ჩატარებულ 93 მატჩში ოთხი გოლი გაიტანა. გასულ სეზონის ნახევარი შვეიცარიელმა პსვ-ში გაატარა და ჯამში ორივე გუნდის რიგებში 11 შეხვედრა ჩაატარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110788