ფეხბურთი

0:38 | 19.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო გვილიას გადამწყვეტი საგოლე პასი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე (+VIDEO)

ვაკო გვილიას ვარშავის „ლეგიამ“ ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი დაძლია. პოლონეთის ჩემპიონმა ჩრდილოეთ ირლანდიური „ლინფილდი“ ხოსე კანტეს გოლით დაამარცხა.

ესპანელმა მატჩის ერთადერთი გოლი 82-ე წუთზე გაიტანა და მასში გვილიას წვლილიცაა, რომელმაც საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში. ვაკომ შეუცვლელად ითამაშა და თავის გუნდში გამორჩეული იყო.

„ლეგია“ მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს, მისი მეტოქე ოთხშაბათს, სომხეთის ჩემპიონ „არარატ-არმენიასა“ და ნიქოზიის „ომონიას“ შეხვედრაში გაირკვევა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131288