ფეხბურთი

23:31 | 18.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ფანტასტიკური ხვიჩა - მოპოვებული პენალტი, საგოლე პასი და მატჩის MVP! (+VIDEO)

ყაზანის „რუბინის“ ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია რუსეთში შეუჩერებელია, ამის თქმა თამამად შეიძლება, მაგრამ ერთ მერცხალს გაზაფხული ვერ მოჰყავს. „სოჭთან“ საგარეო მატჩში ხვიჩამ პენალტი გამოიმუშავა, საგოლე პასი მიითვალა და საუკეთესოდ დაასახელეს!

ასეთი პერფორმანსის მიუხედავად მისი გუნდი დამარცხდა... 67-ე წუთზე კვარაცხელია მარცხენა ფლანგზე მეტოქეს ძალიან ადვილად გაუსწირდა, ფეხებშუა გაუტარა ბურთი და იქვე მეორე მეტოქეც დაჯაბნა, შედეგად, ისღა დარჩენოდათ საჯარიმოში წაექციათ. პენალტი ივან იგნატიევმა გაიტანა და იმ დროისთვის წონასწორობა აღადგინა. 77-ე წუთზე ხვიჩამ საგოლე პასიც ჩაიწერა აქტივში, ამჯერად დენის მაკაროვს გაუკეთა კარგი გადაცემა და შემტევმა გაიტანა.

„რუბინი“ იმ დროისთვის 2:1 დაწინაურდა და სეზონში პირველ გამარჯვებას ძალიან მიუახლოვდა, მაგრამ ბოლო 4 წუთში ყველაფერი დაკარგა, რადგან ორი უპასუხო გოლი მიიღო და 2:3 წააგო.

კვარაცხელიამ ცხადია მოედანზე 90 წუთი გაატარა, რაც შეეხება ზურიკო დავითაშვილს, ის თამაშში 58-ე წუთამდე იყო. „რუბინს“ სამ ტურში კინკილა ქულა აქვს და მე-12 ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118621