ფეხბურთი

11:11 | 17.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლაკვეხელიანის კარგი დებიუტი უნგრეთში (+VIDEO)

უნგრეთის ჩემპიონატში ლუკა ლაკვეხელიანის დებიუტი შედგა. ჩვენებურის „მეზოკოვესდი“ „დიოშგიორს“ დაუპირისპირდა და მარცხი განიცადა (1:2).

ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა, 81-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. თუმცა მანამდე საგოლე კომბინაციაში აქტიურად მონაწილეობდა. 27-ე წუთზე ლუკას ფლანგური გადაცემის შემდეგ საჯარიმოში მცველმა არცთუ დამაჯერებლად იმოქმედა და ბერეშმა გოლი გაიტანა, რითაც სხვაობა შეამცირა, მაგრამ ვინაიდან შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა, მისი გუნდი დამარცხდა.

ისიც ვთქვათ, რომ „ფეჰერვარში“ ბუდუ ზივზივაძის დებიუტი შედგა, „ზალაეგერშეგთან“ (3:3) სტუმრად. ქართველი 62-ე წუთზე დუბლის ავტორ ნიკოლიშის ნაცვლად ჩაერთო თამაშში, გოლი კი არ გაუტანია.

0.169103