ფეხბურთი

1:32 | 17.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

"სევილია" პირველი ფინალისტია

ევროპა ლიგა „სევილიას“ ტურნირია. „სევილია“ ფინალშია, უკვე მეექვსედ და ეს აბსოლუტური რეკორდია.

ხულენ ლოპეტეგის გუნდმა „მანჩესტერ იუნაიტედი“ დაამარცხა და ფინალის საგზური გაიფორმა. მთლიანობაში ინგლისური კლუბს უფრო მეტი საგოლე მომენტი ჰქონდა, მაგრამ ტაბლოზე ესპანელებმა გოლით მეტი გაიტანეს - მთავარი ესაა.

ბრუნო ფერნანდეშმა მიმდინარე სეზონში „მანჩესტერის“ სასარგებლოდ დანიშნული 22-ე პენალტი გოლად აქცია და ინგლისური გრანდი წინ გავიდა. „სევილიამ“ ანგარიში მალევე გაათანაბრა. რეგილონის იდეალური პასი სუსომ დააგვირგვინა.

78-ე წუთზე ლუკ დე იონგმა მანჩესტერელთა დაცვის ხაზის ჩავარდნით ისარგებლა და გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა. ამრიგად, „სევილია“ ფინალშია და მეტოქეს ელოდება, რომელიც „ინტერისა“ და „შახტარის“ დაპირისპირებაში გაირკვევა.

„მანჩესტერმა“ კი მორიგი სეზონი დაასრულა უტიტულოდ, ზედიზედ მესამე და მსგავსი ცუდი სერია 80-იანი წლების შემდეგ არ ჰქონია.

„სევილია“ – „მანჩესტერი“ 2:1 (1:1)

გოლები: 0:1 ბრუნო ფერნანდეში (9, პენ), 1:1 სუსო (26), 2:1 დე იონგი (78)

0.15584