ფეხბურთი

0:25 | 17.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა ნინუამ პაოკ-ში პირველი ვარჯიში ჩაატარა (+VIDEO)

ნიკა ნინუამ სალონიკის პაოკ-ში პირველი ვარჯიში ჩაატარა. ქართველმა სამედიცინო შემოწმების წარმატებით გავლისა და კონტრაქტის ოფიციალურად გაფორმების შემდეგ მოედანზე გასვლაც შეძლო.

სხვათა შორის, ჩვენებურს თანაგუნდელები ცნობილი რიტუალით დახვდნენ - დერეფანი გააკეთეს, რომელშიც ქართველმა გაირბინა და ისინი თავში ხელებს ურტყამდნენ, ცხადია ხუმრობით.

ნინუა პაოკ-ს 4-წლიანი კონტრაქტით შეუერთდა და ახალ გუნდში 32-ე ნომრით ითამაშებს. პაოკ-ი საკმაოდ ძლიერი გუნდია, რომელიც გასულ სეზონში საბერძნეთის ვიცე-ჩემპიონი გახდა. 25 აგვისტოს სალონიკელები ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე სტამბოლის „ბეშიქთაშს“ უმასპინძლებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110541