ფეხბურთი

23:04 | 16.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნულ ლიგაში "დინამო ბათუმი" გალიდერდა

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგას მეთე ტურის შემდეგ ლიდერი შეეცვალა. „დინამო თბილისი“ „დინამო ბათუმმა“ ჩაანაცვლა, რომელმაც სტუმრად თბილისის „მერანის“ დამარცხება მოლოდინისამებრ მოახერხა.

უგოლო და საკმაოდ მოსაწყენი პირველი ტაიმის შემდეგ მეორე ნახევარში თამაშის სურათი შეიცვალა. გუნდებმა უფრო მაღალ ტემპში ითამაშეს და საგოლე მომენტებიც შექმნეს, რომელთაგანაც სამი გოლად აქციეს.

გია გეგუჩაძის გუნდი 51-ე წუთზე რეინალდომ დააწინაურა. ბრაზილიელმა ფორვარდმა აჭარელთა მაისურით სადებიუტო გოლი მას შემდეგ დააწინაურა, რაც ვლადიმერ მამუჩაშვილმა ბრწყინვალე გადაცემა გაუკეთა და გამოცდილ შემტევს ისღა დარჩენოდა გოლი გაეტანა. ზუსტად სამ წუთში ბათუმელებმა მეორე გოლი გაიტანეს. ამჯერად თავი გიორგი ნიქაბაძემ ჯაბა ჯიღაურის ფლანგური პასის შემდეგ გამოიჩინა.

„მერანმა“ ბოლომდე იბრძოლა, 85-ე წუთზე გოგოლაშვილმა შეძლო თავით ანგარიშის სხვაობა შეამცირა, თუმცა თბილისელებმა მეტი ვეღარ გაახერხეს. „დინამო ბათუმი“ 20 ქულით პირველ ადგილზეა, ხოლო „მერანს“ მხოლოდ 4 ქულა აქვს და ბოლო, მეათე პოზიციაზეა.

„დინამო ბათუმი“ მე-11 ტურის და ვინძლო სეზონის ცენტრალურ მატჩში „დინამო თბილისს“ დაუხვდება. თუმცა, მანამდე 27 აგვისტოს ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ისრაელში ბეერ-შევას „ჰაპოელის“ წინააღმდეგ ითამაშებს.

მერანი (თბ) - დინამო ბათუმი 1:2 (0:0)

გოლები: 0:1 რეინალდო (51), 0:2 ნიქაბაძე (54), 1:2 გოგოლაშვილი (85)

0.11083