ფეხბურთი

10:33 | 16.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ფრანგების ისტორიული სეზონი და ესპანელ-ინგლისელების გარეშე - ფაქტები ჩემპიონთა ლიგიდან

ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხედფინალური ეტაპი დასრულდა, რომლის ფინიში საკმაოდ სენსაციური გამოდგა. ბევრი არ ელოდა, რომ „ლიონი“ „იუვენტუსის“ შემდეგ ტურნირის კიდევ ერთ ფავორიტ „მანჩესტერ სიტისაც“ დაამარცხებდა.

თუმცა, რუდი გარსიას გუნდმა ამის გაკეთება შეძლო და შემდეგ ეტაპზე გავიდა. შედეგად, პირველად ისტორიაში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ორი ფრანგული გუნდი ითამაშებს.

2 – 2012-2013 წლების სეზონის შემდეგ პირველად ნახევარფინალში მხოლოდ ორი ქვეყნის (საფრანგეთი და გერმანია) წარმომადგენელი ითამაშებს. 7 წლის წინ ოთხეულში გერმანელები და ესპანელები იყვნენ.

3 – „ბარსელონასთან“ და „ბაიერნთან“ ერთად ზედიზედ 7-ჯერ მეოთხედიფნალუური ეტაპის დაძლევის შემდეგ პეპ გვარდიოლა ზედიზედ მესამედ გამოეთიშა ამ ეტაპს.

1 - პირველად ისტორიაში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ორი ფრანგული გუნდი ითამაშებს. ევროთასებზე კი ასეთი რამ მეორედ მოხდა. 1992-1993 წლების სეზონში უეფას თასის ნახევარფინალში პსჟ და „ოსერი“ იყვნენ.

1 - ჩემპიონთა ლიგის ნახევაფინალში 1995-1996 წლების სეზონის შემდეგ პირველად ვერც ესპანური გუნდი გავიდა და ვერც ინგლისური.

4 - მაქსველ კორნემ და მუსა დემბელემ „მანჩესტერ სიტის“ 4 გოლი გაუტანეს ჩემპიონთა ლიგაზე. იგივე შედეგი მხოლოდ ლიონელ მესის აქვს.

3 – „ლიონი“ მესამედ გავიდა ევროთასის ნახევარფინალში (2009-2010 ჩემპიონთა ლიგაზე და 2016-2017 ევროპა ლიგაზე) და 21-ე საუკუნეში სხვა ფრანგულ გუნდს ასეთი შედეგი არ აქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116024