ფეხბურთი

1:49 | 15.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

პიკე: "წლებია არასწორ გზაზე ვდგავართ, ფსკერზე ვართ, ცვლილებები საჭიროა, თუ საჭიროა მეც წავალ!"

კატალონიის „ბარსელონას“ მცველმა ჟერარ პიკემ მიუნხენის „ბაიერნთან“ (2:8) მარცხის შემდეგ კატეგორიული და პირდაპირი განცხადება გააკეთა. ესპანელის თქმით, „ბარსას“ ფსკერზეა და სტრუქტურული ცვლილებები სჭირდება.

„არ ვიცი დასრულდა თუ არა ციკლი, მაგრამ ვიცი, რომ ფსკერზე ვართ. ყველა მხრივ აუცილებელია ცვლილებების განხორციელება, არ ვართ მკაფიო და ზუსტ გზაზე, რაც ევროპაში უკვე რამდენიმე წელია დავინახეთ, ლა ლიგაშიც კი გვიჭირს. რეალობა ეს არის, თუნდაც ძალიან მძიმე იყოს. ჩვენ მივედით იმ წერტილამდე, სადაც გასაკეთებელი არაფერია.

იმედი მაქვს, ახლა რაღაც მოხდება, ყველამ უნდა აისახოს საკუთარ თავზე, კლუბი უნდა შეიცვალოს და მე არ ვსაუბრობ ფეხბურთელებზე და მწვრთნელებზე. კლუბს სტრუქტურული ცვლილელები სჭირდება, შეუცვლელი არავინაა, თუ უნდა წავიდე, მეც წავალ. ჩვენ ახალი ძალები გვჭირდება, ფსკერზე ვართ, მეტი არაფერია სათქმელი“, - თქვა პიკემ.

შეგახსენებთ, „ბარსელონასთვის“ 2019-2020 წლების სეზონი უტიტულოდ და „ბაიერნთან“ სამარცხვინო წაგებით დასრულდა.

0.11186