ფეხბურთი

21:52 | 14.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ნიკა ნინუა პაოკ-ის ფეხბურთელია (+VIDEO)

სალონიკის პაოკ-მა ნიკა ნინუას ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. ქართველმა ნახევარმცველმა ბერძნულ გუნდთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და 32-ნომრიანი მაისური მოირგო.

ნინუა "დინამო თბილისის" აკადემიის აღზრდილია და დედაქალაქური გუნდის რიგებში ჩატარებულ 95 მატჩში 14 გოლის გატანა და 15 საგოლე პასის შესრულება მოახერხა.

21 წლის ფეხბურთელისთვის პაოკ-ი პირველი უცხოური გამოწვევაა. სალონიკელები ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშობენ, სადაც "ბეშიქთაშს" ხვდებიან, კლუბს, რომელსაც ნინუას კარგა ხანი უკავშირებდნენ, მაგრამ ნიკა თურქეთის ნაცვლად საბერძნეთში აღმოჩნდა.

0.136028