ფეხბურთი

22:15 | 13.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

უკრაინის პირველი ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად ქართველი დაასახელეს

უკრაინის პირველი ლიგის 2019-2020 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად „ინჰულეცის“ ქართველი ფორვარდი ნიკა სიჭინავა გახდა. 26 წლის ჩვენებურმა PFL-ის გამოკითხვაში, რომელშიც კლუბების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, ყველაზე მეტი ხმა (19) მიიღო.

სიჭინავამ ჩინებული სეზონი ჩაატარა, 17 გოლი გაიტანა და თავის გუნდს უკრაინის პრემიერლიგის საგზურის მოპოვებაში დაეხმარა.

ნიკას რუსულ „ვოლგარში“, ფოთის „კოლხეთსა“ და „ვიტ ჯორჯიაში“ უთამაშია, ხოლო „უნჰულეცის“ ღირსებას 2016 წლიდან იცავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.078688