ავტოსპორტი

18:47 | 13.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

პერესი ესპანეთის დიდ პრიზზე დაბრუნდება

ორკვირიანი პაუზის შემდეგ, სერხიო პერესი რბოლებს უბრუნდბა. მისთვის ბოლოს ჩატარებულმა ანალიზმა აჩვენა, რომ მის ორგანიზმში კორონავირუსის კვალი აღარ არის. მექსიკელი ამ უქმეებზე, ესპანეთის დიდ პრიზზე იასპარეზებს.

„რეისინგ პოინტის“ 30 წლის პილოტს, კორონვირუსის გამო, ზედიზედ ორი რბოლის - ბრიტანეთის და ფ1-ის 70 წლისთავის დიდი პრიზების გამოტოვებამ მოუწია. ორივე რბოლა სილვერსტოუნზე ჩატარდა და ორივე შემთხვევაში, პერესი ნიკო ჰულკენბერგმა შეცვალა.

პერესი ფორმულა 1-ის ერთადერთი პილოტია, ვინც კორონავირუსით დაავადდა, თუმცა ამის მიუხედავად, თავს კარგად გრძნობდა. მისი არყოფნისას, ჰულკენბერგმა ფ1-ის 70 წლისთავის დიდი პრიზის კვალიფიკაციაზე მესამე დრო დააფიქსირა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109632