ფეხბურთი

17:27 | 13.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: მატუიდი MLS-ში ითამაშებს

„იუვენტუსის“ ყოფილი ფეხბურთელი ბლეზ მატუიდი „ინტერ მაიამის“ წევრი ოფიციალურად გახდა. ტრანსფერი ამერიკული გუნდის ვებგვერდმა დაადასტურა.

მატუიდის განცხადებით, მისი მეგობრის, დევიდ ბექჰემის შეთავაზება მიიღო და ამერიკაში ტიტულების მოგება უნდა.

„რამდენიმე კვირის წინ გადავწყვიტე ჩემი მეგობრის გამოწვევა მიმეღო და მინდა ახალი ტიტულები მოვიპოვო“, - თქვა 33 წლის ფრანგმა, რომელმაც „იუვენტუსთან“ კონტრაქტი გუშინ გაწყვიტა.

მატუიდი ტურინულ გრანდამდე „პარი სენ ჟერმენში“, „სენტ ეტიენსა“ და „ტრუაში“ თამაშობდა. საფრანგეთის ნაკრებში კი 82 თამაში აქვს ჩატარებული (9 გოლი) და 2018 წელს მსოფლიო ჩემპიონიც გახდა. აღსანიშნავია, რომ ის MLS-ში ამჟამად ერთადერთი მოქმედი ფეხბურთელი იქნება, რომელიც მსოფლიო ჩემპიონია.

დევიდ ბექჰემს რაც შეეხება, „ინტერ მაიამის“ მფლობელია და მატუიდის ძალიან კარგად იცნობს, რადგან პსჟ-ში თანაგუნდელები იყვნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111108