ფეხბურთი

19:38 | 11.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

"საბურთალომ" სამტრედიაში მოიგო

საქართველოს ეროვნული ლიგის მეცხრე ტური „სამტრედიისა“ და „საბურთალოს“ მატჩით დასრულდა. გუნდებს მიმდინარე სეზონში განსხვავებული მიზნები აქვთ, ერთ ევროსაგზურისთვის იბრძვის, მეორე - ლიგაში დარჩენისთვის.

„სამტრედიამ“ ძალიან კარგად ჩაატარა თამაშის ერთი საათი და 21-ე წუთზე ახალაძის გოლით დაწინაურდა კიდეც. კახა კაჭარავას გუნდი ამ შედეგს 65-ე წუთამდე ინარჩუნებდა. მერე კი თამაშის სცენარი შეიცვალა.

ანგარიში ელვინ ტერამ გაათანაბრა, ხოლო მატჩის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე გიორგი გულიაშვილმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

„საბურთალომ“ 16 ქულა დააგროვა და პირველი წრე მეოთხე ადგილზე დაასრულა, თუმცა ლიდერ „დინამო თბილისს“ მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება. „სამტრედიას“ კი 8 ქულა აქვს და მერვე პოზიციაზეა.

„სამტრედია“ – „საბურთალო“ 1:2 (1:0)

გოლები: 1:0 ახალაძე (21), 1:1 ტერა (65), 1:2 გულიაშვილი (89)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117376