ავტოსპორტი

12:19 | 11.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონის შემდეგ, მერსედესის არჩევანი ჰულკენბერგი ყოფილა

ფორმულა 1-ის მმართველი დირექტორი როს ბრაუნი აღიარებს, რომ თავის დროზე, როცა ის „მერსედესის“ გუნდის შეფი იყო, სამქიმიანებში ნიკო ჰულკენბერგის მიწვევას აპირებდა. ოღონდ, ეს იმ შემთხვევაში მოხდებოდა, თუ ლუის ჰამილტონთან შეთანხმება ვერ მოხერხდებოდა.

„რამდენიმე წლის წინათ, მე მასთან კონტრაქტის გაფორმებას ვაპირებდი. მაშინ მერსედესის ხელმძღვანელი ვიყავი. იმ შემთხვევაში, თუ ლუისი მერსედესში გადასვლაზე უარს იტყოდა, ჩვენი მომდევნო არჩევანი ნიკო იყო. მე ყოველტვის პატივს ვცემ ნიკოს, როგორც მრბოლს. ის ძალიან ძლიერი მრბოლია და აუცილებლად ფორმულა 1-ში უნდა იყოს“, - ამბობს ბრაუნი.

უკვე ორი ეტაპია, რაც ჰულკენბერგი „რეისინგ პოინტში“ კორონვირუსით ინფიცირებულ სერხიო პერესს ცვლის. ფ1-ის 70 წლისთავის დიდი პრიზის კვალიფიკაციაში, მას მესამე შედგი ჰქონდა და რბოლას ხუთეულში დაასრულებდა, რომ არა მის მიწურულს პიტ სტოპზე მესამე ვიზიტი. საბოოლლოდ, ის მეშვიდე ადგილს დასჯერდა.

არადა რბოლისას იყო მომენტი, როცა ჰულკენბერგი „მერსედესის“ ორივე პილოტზე სწრაფი იყო და შარლ ლეკლერს ეწეოდა. მაგრამ ფინიშამდე 8 წრე რომ რჩებოდა, გუნდმა ბოქსში მესამედ უხმო. „რეისინგ პოინტმა“ ნარბოლევს განაცხადა, რომ გერმანელი პილოტის მანქანას, საბურავების გამო ვიბრაცია დაეწყო, რის გამოც მესამე პიტ სტოპი ოპერატიულად დაიგეგმა.

თვითონ ჰულკენბერგიც ფიქრობს, რომ საბურავები ფინიშამდე არ ეყოფოდა. განსაკუთრებით ცუდ დღეში უკან საბურავები იყო (როგორც ორივე მერსედესზე), რომლებზეც განშრევება დაიწყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111099