ფეხბურთი

21:00 | 10.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

"რეალმა" კუბო ისევ გაანათხოვრა

მადრიდის „რეალმა“ ტაკეფუსა კუბო „ვილიარეალში“ გაანათხოვრა. როგორც ესპანური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, იაპონელთან ერთწლიანი საიჯარო ხელშეკრულება გაფორმდა.

კუბო „ბარსელონას“ აკადემიაში 2011-2015 წლებში ირიცხებოდა, თუმცა შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა, საიდანაც ერთი წლის წინ „სამეფო კლუბმა“ შეიძინა.

გასული სეზონი კუბომ განათხოვრების წესით „მალიორკაში“ გაატარა და 36 მატჩში 4 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120478