ჩოგბურთი

3:17 | 7.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

მარი და კლაისტერსი აშშ-ის ღიაზე უაილდ ქარდით ითამაშებენ

აშშ-ის ღია პირველობის ყოფილ ჩემპიონებს, ბრიტანელ ენდი მარის და ბელგიელ კიმ კლაისტერსს, ტურნირზე ასპარეზობის უფლება, უაილდ ქარდით მიენიჭათ. დიდი სლემის ტურნირი საკარანტინო რეჟიმში, უმაყურებლოდ გაიმართება. ის სტარტს 31 აგვისტოს აიღებს და 13 სექტემბერს დასრულდება.

მარის, ვინც ადრე მსოფლიოს პირველი ჩოგანი იყო, აშშ-ის ღია 2012 წელს აქვს მოგებული. მას ნათქვამი, აქვს, რომ ამერიკაში გასამგზავრებლად, სჭირდება იმის გარანტია, რომ ევროპაში დაბრუნებისას, ორკვირიან კარანტინში ყოფნა არ მოუწევს. მას ტრავმის გამო, ტურნირი 2017 და 2019 წლებში გამოტოვებული აქვს.

რაც შეეხება 37 წლის კლაისტერსს, მან აშშ-ის ღიას ტიტული სამჯერ, 2005, 2009 და 2010 წლებში მოიგო. ახლახანს კი, თითქმის რვაწლიანი უქმეობის შემდეგ, კორტებს დაუბრუნდა. მისი პირველი ტურნირი, „ვორლდ ტიმტენისი“ იყო.

ორგანიზატორთა განცხადებით, უაილდ ქარდი ასევე 7-7 ამერიკელ მამაკაც და ქალ ჩოგბურთელს გადაეცა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.061791