ფეხბურთი

11:49 | 6.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

კონტე: „ვიცოდით, რომ „ხეტაფესთან“ ბინძური თამაში გველოდა“

„ხეტაფესთან“ ევროპა ლიგის მერვედფინალური მატჩის შემდეგ (2:0), „ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ, ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა.

„ვიცოდით, რომ რთული, ბინძური თამაში გველოდა. მაგრამ უკან არ დაგვიხევია და ეს კარგი ნიშანი გახლდათ. წლევანდელ რიგ მატჩებში გამბედაობა არ გვყოფნიდა.

ევროპულ მატჩებში პრიგრესი დიდ გამოცდილებას გვიგროვებს. ჩემი გუნდის გარჯით კმაყოფილი ვარ. ფეხბურთელებმა დაამტკიცეს, რომ თამაში სურთ და არა შვებულებაში გასვლა.“ - ციტირებს კონტეს სიტყვებს Sky Sport Italia.

მეოთხედფინალში „ინტერი“ „ლევერკუზენი“ – „რეინჯერსის“ გამარჯვებულს შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1152