ფეხბურთი

21:55 | 5.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა კაჭარავას გამარჯვების გოლი "ანორთოსისში"

ფამაგუსტას „ანორთოსის“ პრესეზონის ფარგლებში ამხანაგური მატჩების ჩატარებას აგრძელებს და მორიგი სპარინგი არადიპუს „ომონიასთან“ გამართა.

თემურ ქეცბაიამ თორნიკე ოქრიაშვილი პირველ ტაიმში ათამაშა, ხოლო ნიკა კაჭარავა - მეორეში. რაც შეეხებათ გიორგი ლორიას და მურთაზ დაუშვილს, მათ არ უთამაშიათ.

კაჭარავამ გოლიც გაიტანა 47-ე წუთზე და ფამაგუსტელებს მოაგებინა.

შეგახსენებთ, კვიპროსის ჩემპიონატის ახალი სეზონის პირველ ტურში „ანორთოსისი“ 22 აგვისტოს, „ერმისს“ დაუპირისპირდება.

0.115047