ფეხბურთი

15:00 | 5.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

დიბალამ შესაძლოა "ლიონთან" ვერ ითამაშოს

„იუვენტუსის“ თავდამსხმელმა პაულო დიბალამ შესაძლოა ჩემპიონთა ლიგაზე „ლიონთან“ მატჩი გამოტოვოს. არგენტინელი ტრავმირებულია და თამაშამდე ორი დღით ადრეც უცნობია გავა თუ არა მოედანზე.

დიბალამ ტრავმა 10 დღის წინ „სამპდორიასთან“ დაპირისპირებისას მიიღო და ამ ეტაპზე მხოლოდ ინდივიდუალურად ვარჯიშს ახერხებს, რაც მის თამაშს საეჭვოს ხდის.

მიმდინარე სეზონში პაულომ ყველა ტურნირზე ჩატარებულ 45 მატჩში 17 გოლის გატანა მოახერხა და გუშინ სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს. „იუვეს“ რაც შეეხება, „ლიონს“ 7 აგვისტოს ტურინში დაუხვდება და ერთბურთიანი (0:1) ჩამორჩენის აღმოფხვრა მოუწევს.

0.117629