ფეხბურთი

11:21 | 5.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერი" ბრაზილიელი მცველით დაინტერესდა

„მანჩესტერ იუნაიტედი“ დაცვის მარცხენა ფლანგის გაძლიერებას აპირებს და „პორტუს“ ფეხბურთელ ალექს ტელეშს თვალი დაადგა. ინფორმაციას A Bola ავრცელებს.

„წითელი ეშმაკები“ 27 წლის ბრაზილიელს ლუკ შოუს შემცვლელად განიხილავენ. უცნობია წინადადება, რომელსაც ინგლისური გრანდი „დრაკონებს“ შესთავაზებს, სამხრეთ ამერიკელს „პორტუსთან“ კონტრაქტი კიდევ 1 წელი აკავშირებს.

გასულ სეზონში ალექს ტელეშმა 49 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 13 საგოლე პასი შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111747