კალათბურთი

21:17 | 4.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

Junior NBA-ის ახალი ონლაინ-პროგრამა მწვრთნელებისთვის

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პარტნიორი Junior NBA სამწვრთნელო ონლაინ-პროგრამის განხორციელებას იწყებს, რომელიც მომხმარებლებს სხვადასხვა სახის პროფესიულ ინსტრუქციებს, სავარჯიშო ვიდეორგოლებს და სამწვრთნელო ონლაინ-სემინარებს შესთავაზებს. ეს გახლავთ მორიგი ონლაინ-პროექტი Junior NBA-სგან, რომელმაც კორონავირუსის პანდემიის გამო 15 აპრილიდან საკუთარი სოც-ქსელები გაააქტიურა და რამდენიმე ონლაი-პროექტი განახორციელა თავის პროგრამაში ჩართული მოზარდებისა და მწვრთნელებისთვის.

აღნიშნული პროგრამა მობილურის აპლიკაცია OWQLO-თი განხორციელდება და ხელმისაწვდომი იქნება როგორც ანდროიდის, ისე IOS-ის მომხმარებლებისთვის. პროგრამა უფასოა და მასში მონაწილეობა ნებისმიერ დარეგისტრირებულ მსურველს შეეძლება, რომელსაც 17 წელი შეუსრულდა. პროგრამის ფარგლებში ნბა-ს მოქმედი და ყოფილი მწვრთნელები პერიოდულად ჩაატარებენ ონლაინ-სემინარებს.

პროგრამას გაუძღვებიან საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ფინიქს სანსის ყოფილი მთავარი მწვრთნელი, – იგორ კოკოშვკოვი. ასევე ატლანტა ჰოუქსის მთავარი მწვრთნელი ლოიდ პირსი და მინესოტა ტიმბერვულვზის მწვრთნელი ბრაიან გეიტსი.

კლინიკა ასევე მოიცავს კითხვა-პასუხის სექციას, რომელიც საშუალებას მისცემს მონაწილეებს, უშუალო ინტერაქცია ჰქონდეთ მოწვეულ მწვრთნელებთან. ამასთან ერთად, 31 აგვისტოდან მომხმარებლები აპლიკაციის საშუალებით გაეცნობიან ყოველკვირეულ Junior NBA-ს საუკეთესო რჩევებს და წვდომა ექნებათ აქამდე გამართულ ნბა-ს გლობალურ სამწვრთნელო ვიდეოებზე.

ონლაინ-პროგრამაში ჩართულ მწვრთნელებს ჩაუტარდებათ ფიტნეს-ინსტრუქტაჟი ამ სფეროს პროფესიონალებისგან – ნატალი ჰიგბისა და კრისტიან პლასჩენციისგან.

გთავაზობთ მწვრთნელების სემინარების თარიღებს:

16 აგვისტო – ბრაიან გეიტსი
30 აგვისტო – იგორ კოკოშკოვი
13 სექტემბერი – ლოიდ პირსი

*სხვა მწვრთნელები და მათი სემინარების თარიღები მოგვიანებით დასახელდება.*

GBF.GE

0.112308