ფეხბურთი

22:19 | 3.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

"სიონმა" გამარჯვების გემო გაიხსენა, "გაგრა" ლიდერს კვალში ჩაუდგა

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის კვალდაკვალ ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშებაც გრძელდება. მე-6 ტური ბოლნისში დაიწყო, სადაც ადგილობრივმა „სიონმა“ მარტვილის „მერანს“ უმასპინძლა.

„სიონისთვის“ რესტარტის შემდეგ ყველაფერი ცუდად მიმდინარეობდა და „მერანთან“ ფეხის დაცდენის უფლება აღარ ჰქოდა. არც დასცდენია, რადგან ტაიმის ბოლოს ჯაბა უგულავამ პენალტით ერთადერთი გამარჯვების გოლი გაიტანა. „სიონმა“ ოდნავ გამოიკეთა მდგომარეობა და 8 ქულას მოუყარა თავი, ხოლო „მერანის“ აქტივში 10 ქულაა.

„მერანს“ მეორე ადგილი „გაგრამ“ წაართვა, რომელმაც დიდებულად ითამაშა და „ვიტ ჯორჯია“ მისსავე მოედანზე გაანადგურა. სტუმრებმა მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს, როცა 2 უპასუხო გოლი გაუტანეს მეტოქეს და ნაანატრაქტევსაც იგივე გააკეთეს, შედეგად - 4:0.

სატურნირო ცხრილს ისევ ქობულეთის „შუქურა“ ლიდერობს, რომელსაც 5 ტურის თავზე ჯერ ქულაც არ დაუკარგავს და დამაჯერებლად იმყოფება პირველ ადგილზე.

„სიონი“ – „მერანი“ 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 უგულავა (45, პენ)

„ვიტ ჯორჯია“ – „გაგრა“ 0:4 (0:2)

გოლები: 0:1 ივანიაძე (32), 0:2 ქისიევი (45, ა.გ), 0:3 ივანიაძე (64), 0:4 ვეკუა (81)

0.122852