ისტორია

9:51 | 3.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

3 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1922. დაიბადა ავთანდილ (ბასა) ღოღობერიძე. დაიბადა სოხუმში. თამაშობდა სოხუმის “დინამოში” (1940-41). მეორე მსოფლიოს ომის წლები გაატარა არმიაში. მონაწილეობდა კავკასიონისთვის ბრძოლაში. 1944 წლიდან თბილისის “დინამოშია” და მის ფეხბურთელთაგან ყველაზე დიდხანს, 17 წლის განმავლობაში იცავდა გუნდის ღირსებას. ჩაატარა საკავშირო ჩემპიონატის 341 მატჩი, გაიტანა 127 ბურთი. საკავშირო პირველობებზე ეს, დინამოელ ფეხბურთელებს შორის საუკეთესო შედეგია. საუკეთესოდ რჩება ღოღობერიძის კიდევ ერთი რეკორდი. ერთ ჩემპიონატში მან 25 ბურთი გაიტანა (1950 წელი). ჩაატარა თასის 29 მატჩი (12 გოლი) და 62 საერთაშორისო შეხვედრა (21 გოლი). საკავშირო ჩემპიონატების ორგზის ვერცხლისა (1951, 1953) და ოთხგზის (1946, 1947, 1950, 1959) ბრინჯაოს პრიზიორია. სსრკ თასის გათამაშების ორგზის ფინალისტი (1946, 1960). იყო თბილისის “დინამოს” კაპიტანი. შედიოდა საბჭოთა კავშირის პირველი (3 მატჩი, 1 გოლი) და ოლიმპიური ნაკრებების შემადგენლობებში. მონაწილეობდა ჰელსინკისა და რომის ოლიმპიურ თამაშებში. “33 საუკეთესოთა” შორის დაასახელეს ხუთჯერ. 1951 წელს მიენიჭა სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება. იყო თბილისის “დინამოს” უფროსი მწვრთნელი (1961) და გუნდის უფროსი (1962-65). დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენით. გარდაიცვალა 1980 წელს.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1852. აშშ-ში პირველი საუნივერსიტეტო შეჯიბრება ჩატარდა ნიჩბოსნობაში. ჰარვარდმა იელის უნივერსიტეტის ნიჩბოსნები დაამარცხა.

1909. უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში დაარსდა საფეხბურთო კლუბი “ჰონვედი.” არადა, ეს გუნდი 1908 წლიდან არსებობს, მაგრამ 12 თვის განმავლობაში წესდების დეტალებზე ვერ თანხმდებოდნენ, რაც რეგისტრაციას უშლიდა ხელს. “ჰონვედი” უნგრეთის 13-გზის ჩემპიონია (უკანასკნელად ტიტული 1993 წელს მოიპოვა) და თასის ექვსგზის მფლობელი (უკანაკნელად ფინალი 2007-ში მოიგო).

1924. ბელგიელმა ველოსიპედისტმა, პიტ მოსკოფსმა, ზედიზედ მოიგო სპრინტერთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატი.

1952. ჰელსინკში საზეიმოდ დაიხურა თანამედროვეობის მეთხუთმეტე ოლიმპიადა. მასში მონაწილეობა 69 ქვეყნის 5429 სპორტსმენმა მიიღო. არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში, პირველ ადგილზე აშშ-ის ნაკრები გავიდა (40 ოქრო, 19 ვერცხლი, 17 ბრინჯაო). მეორე შედეგი საბჭოთა კავშირის ათლეტებს ჰქონდათ (22, 30, 19), ხოლო მესამეზე უნგრელი ათლეტები აღმოჩნდნენ (16, 10, 16). ქართველთაგან ოქროს მედლები დავით ციმაკურიძემ (თავისუფალი ჭიდაობა), მზია ჯუღელმა (სპორტული ტანვარჯიში) და რაფაელ ჩიმიშკიანმა (ძალოსნობა) მოიპოვეს.

1952. ლონდონურ საფეხბურთო კლუბ “ჩელსის” მთავარ მწვრთნელად ტედ დრეიკი დაინიშნა. სწორედ ამ სპეციალისტის ხელმძღვანელობით მოახერხეს “ლონდონელმა არისტოკრატებმა” ინგლისის ჩემპინობის მოპოვება პირველად (1955). დრეიკი “ჩელსის” ცხრა წლის განმავლობაში ედგა სათავეში.

1956. ამერიკელმა მძლეოსანმა ვილი უილიამსმა 100 მეტრზე რბენაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (10,1).

1957. ტურინის “იუვენტუსმა” ინგლისური “ლიდს იუნაიტედის” უელსელ ფორვარდ ჯონ ჩარლზთან კონტრაქტი გააფორმა. იგი პირველი ბრიტანელი ფეხბურთელია, რომელმაც უცხოურ კლუბში იასპარეზა.

1971. იამაიკელმა მძლეოსანმა დონალდ კვერიმ პირველად მოახერხა 200 მ დისტანციის 20 წამზე ნაკლებ დროში გარბენა.

1975. გლაზგოს “სელტიკის” მთავარი მწვრთნელი, ჯოკ სტინი ჰოსპიტალიდან გამოვიდა. სამკურნალო დაწესებულებაში იგი ავარიაში მოხვედრის გამო დააწვინეს.

1976. თხუთმეტწლიანი პაუზის შემდეგ, ბრაზილიურმა საფეხბურთო კლუბმა სამხრეთ ამერიკის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის, კოპა ლიბერტადორესის მოგება მოახერხა. ეს “კრუზეირომ” შეძლო.

1980. მოსკოვში საზეიმოდ დაიხურა თანამედროვეობის ოცდამეორე ოლიმპიადა. მასში მონაწილეობა 80 ქვეყნის 5283 სპორტსმენმა მიიღო. არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში, პირველ ადგილზე საბჭოთა კავშირის ნაკრები გავიდა (80 ოქრო, 69 ვერცხლი, 46 ბრინჯაო). მეორე შედეგი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ათლეტებს ჰქონდათ (47, 37, 42). ხოლო მესამეზე ბულგარეთის წარგზავნილები აღმოჩნდნენ (8, 16, 17).

ქართველთაგან ოქროს მედლები ქეთევან ლოსაბერიძემ (მშვილდოსნობა), ვახტანგ ბლაგიძემ (კლასიკური ჭიდაობა) და შოთა ხაბარელმა (ძიუდო) მოიპოვეს.

1981. დასრულდა ორი დღის წინ დაწყებული ყველაზე ხანგრძლივი საფეხბურთო მატჩი. ირლანდიური “კალინაფერსის” ორი გუნდი ერთმანეთს 65 საათის განმავლობაში ეთამაშებოდნენ, რითაც გინესის რეკორდების წიგნში მოხვდნენ.

2005. ბეისბოლში კადეტთა ევროპის პირველობა საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა.

2005. თბილისის “დინამომ” ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩშიც წააგო დანიურ “ბრონდბიუსთან” 1:3. თბილისში სკანდინავიელებმა 2:0 იმარჯვეს.

2005. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბმა “მაიამი ჰითმა” ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა საქართველოს ნაკრების კაპიტან ზაზა ფაჩულიასთან. ხელშეკრულების თანახმად, ზაზა 16 მილიონ დოლარს იღებს. ამ მაჩვენებლით იგი საქართველოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი გახდა.

2008. მარჩელო ლიპი იტალიის საფეხბურთო ნაკრების მთავარ მწვრთნელის პოსტზე დაბრუნდა.

2009. “მანჩესტერ სიტიში” ტოგოელი ემანუელ ადებაიორი და არგენტინელი კარლოს ტევესი გადავიდნენ.

2011. უეფას ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში “ზესტაფონმა” ავსტრიაში, გრაცის “შტურმთან” 0:1 წააგო (პირველი შეხვედრა თბილისში 1:1 დასრულდა) და ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო სტადიის პლეი ოფში გადავიდა.

2013. პირველად ქართული ქალთა ჭადრაკის ისტორიაში სალომე მელიამ (2428) ევროპულიპირველობისვერცხლი მოიპოვა. ბელგრადში დასრულებულ­ ევროპის ქალთა რიგით მე-XIV ჩემპიონატიწარმატებულიაღმოჩნდა ბათუმელი მოჭადრაკისთვის, სალომემ 11-დან 8 ქულითბელახოტენაშვილ­თან II-VI ადგილებიგაინაწილა და დამატებითი მაჩვენებლებით, ვერცხლის მედალიდამსოფლიოს ქალთაჩემპიონატისსაგზურთან ერთად მოიპოვა.

2013. ესპანელი მარსელ გრანოლიერსი ATP-ის ისტორიაში მეორე ჩოგბურთელი გახდა, რომელმაც ტურნირის ფინალის პირველი სეტი 0:6 წააგო, მაგრამ მაინც მოახერხა შეჯიბრების მთავარი პრიზის მოგება. 2010 წელს რუსმა ნიკოლაი დავიდენკომ დოჰაში გადამწყვეტი მატჩის პირველი პარტია “მშრალი ანგარიშით” დათმო რაფა ნადალთან, მომდევნო სეტებში კი 7:6, 6:4 იმარჯვა.

ამ დღეს დაიბადნენ

1894. ჰარი ჰეილმანი. ამერიკელი ბეისბოლისტი. შეყვანილია “დიდების დარბაზში”.

1922. ავთანდილ (ბასა) ღოღობერიძე. დაიბადა სოხუმში. თამაშობდა სოხუმის “დინამოში” (1940-41). მეორე მსოფლიოს ომის წლები გაატარა არმიაში. მონაწილეობდა კავკასიონისთვის ბრძოლაში. 1944 წლიდან თბილისის “დინამოშია” და მის ფეხბურთელთაგან ყველაზე დიდხანს, 17 წლის განმავლობაში იცავდა გუნდის ღირსებას. ჩაატარა საკავშირო ჩემპიონატის 341 მატჩი, გაიტანა 127 ბურთი. საკავშირო პირველობებზე ეს, დინამოელ ფეხბურთელებს შორის საუკეთესო შედეგია. საუკეთესოდ რჩება ღოღობერიძის კიდევ ერთი რეკორდი. ერთ ჩემპიონატში მან 25 ბურთი გაიტანა (1950 წელი). ჩაატარა თასის 29 მატჩი (12 გოლი) და 62 საერთაშორისო შეხვედრა (21 გოლი). საკავშირო ჩემპიონატების ორგზის ვერცხლისა (1951, 1953) და ოთხგზის (1946, 1947, 1950, 1959) ბრინჯაოს პრიზიორია. სსრკ თასის გათამაშების ორგზის ფინალისტი (1946, 1960). იყო თბილისის “დინამოს” კაპიტანი. შედიოდა საბჭოთა კავშირის პირველი (3 მატჩი, 1 გოლი) და ოლიმპიური ნაკრებების შემადგენლობებში. მონაწილეობდა ჰელსინკისა და რომის ოლიმპიურ თამაშებში. “33 საუკეთესოთა” შორის დაასახელეს ხუთჯერ. 1951 წელს მიენიჭა სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება. იყო თბილისის “დინამოს” უფროსი მწვრთნელი (1961) და გუნდის უფროსი (1962-65). დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენით. გარდაიცვალა 1980 წელს.

1950. ვალდემარ ციპრინსკი. გდრ-ის მძლეოსანი. 1976 და 1980 წლების ოლიმპიადებზე მოიგო მარათონული გარბენები.

1952. ვოიცეხ ფიბაკი. პოლონელი ჩოგბურთელი. ევროპის ჩემპიონი ერთეულთა თანრიგში.

1952. ოსვალდო სესარ არდილესი. არგენტინელი ნახევარმცველი. 1978 წლის მსოფლიოს ჩემპიონი. 1982 წლის მუნდიალის მონაწილე. არგენტინის ნაკრებში ჩაატარა 63 მატჩი, გაიტანა 8 გოლი. 1975-78 წლებში თამაშობდა “ურაკანში”. 1978-88 წლებში გამოდიოდა ლონდონის “ტოტენჰემ ჰოტსპურში”. ამ გუნდის შემადგენლობაში ჩაატარა 221 მატჩი, გაიტანა 16 გოლი. 1984 წელს მოიპოვა უეფას თასი, 1981 და 1982 წლებში ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასს დაეუფლა. მწვრთნელად მუშაობდა ინგლისში, მექსიკაში, იაპონიაში, საუდის არაბეთში, არგენტინაში, ისრაელსა და პარაგვაიში. 1998 წელს დაასახელეს იაპონიის საუკეთესო მწვრთნელად. იცავდა “ქუინზ პარკ რეინჯერსის” და “ბლექბერნ როვერსის” ღირსებასაც. პელესა და ბობი მურთან ერთად გადაღებულია მხატვრულ ფილმში “გაქცევა გამარჯვებისთვის”.

1960. ტიმ მაიოტი. ამერიკელი ჩოგბურთელი. 1988 წლის ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი ერთეულთა თანრიგში.

1968. ირინა ილჩენკო (სმირნოვა). რუსი ფრენბურთელი. 1988 წლის ოლიმპიური ჩემპიონი. 1992 წლის ოლიმპიადაზე მოიპოვა ვერცხლის მედალი. 1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონი. ევროპის სამგზის ჩემპიონი (1989, 1991, 1993).

1978. დეივიდას შემბერასი. ლიტვის ნაკრებისა და მოსკოვის ცსკა-ს ფეხბურთელი. 2005 წლის უეფას თასის მფლობელი. რუსეთის სამგზის ჩემპიონი და თასის ოტხგზის მფლობელი. ლიტვის ნაკრებში ჩაატარა 67 მატჩი.

1978. რატი ალექსიძე. საქართველოს ნაკრების, ლონდონის “ჩელსის,” თბილისის “დინამოს,” “როსტოვის”, თბილისის “ლოკომოტივისა” და უნგრეთის “დიორ ეტოს” ფორვარდი. საქართველოს ჩემპიონი და თასის მფლობელი. 2004 წელს მოიპოვა დსთ-ის ჩემპიონთა თასი. საქართველოს ნაკრებში ჩაატარა 28 მატჩი, გაიტანა 2 გოლი.

1982. კრის უილკოქსი. “ლოს ანჯელეს კლიპერსის” მძიმე ფორვარდი (208 სმ).

1982. ვიქტორ ხრიაპა. რუსეთის კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მსროლელი-ფორვარდი (204 სმ). ევროპის 2007 წლის ჩემპიონი.

ამ დღეს გარდაიცვალნენ

1923. ჰარდინგი. აშშ-ის ბეისბოლისტთა ლიგის პრეზიდენტი. მისი გარდაცვალების გამო ბეისბოლის მატჩები ჩაიშალა.

1999. ფიოდორ ვილჩეკი. ბელორუსიის კარატეს ფედერაციის პრეზიდენტი. მოკლეს მინსკში.

0.115045