ფეხბურთი

22:05 | 2.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე ოქრიაშვილმა "აპოელს" გაუტანა (+VIDEO)

ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ ნიქოზიის „აპოელთან“ ამხანაგური მატჩი ჩაატარა და თორნიკე ოქრიაშვილმა გოლი გაიტანა.

თემურ ქეცბაიას გუნდი მარცხდებოდა, მაგრამ 31-ე წუთზე თორნიკემ თავისივე მოპოვებული პენალტი ზუსტად დაარტყა და წონასწორობა აღადგინა. დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა.

ფამაგუსტელთა რიგებში გიორგი ლორიამ შეუცვლელად ითამაშა, ოქრიაშვილმა 70-ე, ნიკა კაჭარავამ 86-ე წუთამდე, ხოლო მურთაზ დაუშვილი 59-ე წუთზე გამოჩნდა მინდორზე.

„ანორთოსისი“ კვიპროსის ჩემპიონატის პირველ ტურში 22 აგვისტოს საკუთარ მოედანზე „ერმისს“ დაუპირისპირდება.

0.113644