ჩოგბურთი

0:35 | 1.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიოს პირველი ჩოგანი აშშ-ის ღიას გამოტოვებს

მსოფლიოს პირველი ჩოგანი ეშ ბარტი აშშ-ის ღია პირველობაზე არ ითამაშებს, რის მიზეზადაც ის კორონავირუსის ინფექციასთან დაკავშირებულ რისკებს ასახელებს. „მე და ჩემმა გუნდმა გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ აშშ-ში არ გავემგზავრებით და აშშ-ის ღიაზე არ გამოვალთ“, - ნათქვამია ავსტრალიელი ჩობგბურთელის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„ეს ჩემთვის რთულად მისაღები გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ამის მიზეზი ის სერიოზული რისკებია, რომლებიც კორონავირუსს უკავშირდება. არ შემიძლია, რომ საკუთარი თავი და ჩემი გუნდი ამ რისკის ქვეშ ვამყოფო“, - ამბობს ბარტი, ვინც ასევე ცინცინატის „ვესტერნ ენდ საუთერნ ოუპენსაც“ გამოტოვებს, რომელიც აშშ-ის ღიას წინ უძღვის.

აშშ-ის ღია 31 აგვისტოს დაიწყება და როგორც ყოველთვის, ფლეშინგ მედოუსის კორტებზე გაიმართება. ტურნირის ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით, შეხვედრები მაყურებლის გარეშე ჩატარდება.

ბარტის ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს, ითამაშებს თუ არა საფრანგეთის ღიაზე, რომლის მოქმედი ჩემპიონიცაა. დიდი სლემის თიხნარის ტურნირი სექტემბრის მეორე ნახევარში დაიწყება. ბარტის ამბობს, რომ ამაზე გადაწყვეტილებას მალე მიიღებს.

სხვათა შორის, აშშ-ის ღიაზე გამოსვლა იმას ნიშნავს, რომ ჩოგბურთელს ევროპაში გამგზავრების შემდეგ, ორკვირიანი კარანტინის გავლა მოუწევს, რაც საფრანგეთის ღიასთვის მზადების პროცესს ჩაშლის.

0.114793