ისტორია

9:51 | 31.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

31 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1969. დაიბადა ანტონიო კონტე. იტალიის ნაკრებისა და ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი. მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 20 მატჩი, გაიტანა 2 გოლი. ტურინელთა შემადგენლობაში მოპოვებული აქვს ჩემპიონთა და უეფას თასები, ორჯერ იტალიის სუპერთასი და თასი. წვრთნიდა ტურინის “იუვენტუსს” და გუნდს სამჯერ მოაპოვებინა იტალიის ჩემპიონობა (2012, 2013, 2014). 2014-2016 წლებში იტალიის ეროვნულ ნაკრებს ედგა სათავეში, 2016-2018 წლებში კი ლონდონის "ჩელსის".

მნიშვნელოვანი ფაქტები

1912. ჰოლანდიაში დაარსდა საფეხბურთო კლუბი “როზენდალი”.

1932. დევისის თასის 29-ე გათამაშების ფინალში, დიდი ბრიტანეთის ეროვნულმა გუნდმა აშშ-ის ნაკრებს 4:1მოუგო. მატჩი უიმბლდონში ჩატარდა.

1936. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა 1940 წლის ოლიმპიადის მასპინძლობის ნება იაპონიისდედაქალაქს ტოკიოს დართო, თუმცა, მეორე მსოფლიოს ომის გამო, აღნიშნული ოლიმპიადა ჩაიშალა.

1956. მოსკოვში გაიხსნა სპორტული კომპლექსი “ლუჟნიკი”.

1971. ჰოლანდიაში დაარსდა საფეხბურთო კლუბი “გოუ ეჰედ იგლზი”.

1976. ჰოლანდიელმა მძლეოსანმა ვალდემარ ციპრინსკიმ, მონრეალის ოლიმპიადის მარათონული გარბენიმოიგო (2:09.55).

1976. მონრეალის ოლიმპიადის მსვლელობისას 400 მეტრზე ესტაფეტით სირბილში აშშ-ის მამაკაცთა ნაკრებმაჩემპიონობა მოიპოვა და აღნიშნული დისტანციის დაფარვა პირველად მოახერხა 3 წუთზე ნაკლებ დროში.

1976. ლევან თედიაშვილი მონრეალის თამაშებზე მეორედ გახდაოლიმპიურითამაშებისჩემპიონი.მიუნხენშიმან პირველობა თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის 81 კგწონითკატეგორიაში მოიპოვა,ამჯერად კი90 კგ წონით კატეგორიაში გამოდიოდა. ქართველმოჭიდავეთაგანთედიაშვილი ერთადერთიორგზისოლიმპიური ჩემპიონია.

1981. აშშ-ის ბეისბოლისტთა ლიგის მოთამაშეებმა 49 დღიანი გაფიცვა დაასრულეს.

1984. ლოს ანჯელესის ოლიმპიური თამაშების მსვლელობისას, აშშ-ის მამაკაცთა ნაკრებმა სპორტულტანვარჯიშში, გუნდურ ასპარეზობაში ოქროს მედალი მოიპოვა.

1985. ბულგარეთის ქალაქ ვარნას საერთაშორისო საფეხბურთოტურნირისსასტარტომატჩში,თბილისისდინამომმალტის ნაკრებს 3:2 მოუგო. დინამოელთაგან გოლებიმიხეილმესხმა (ორი) დაგურამ ჩქარეულმა გაიტანეს. “დინამო”: გაბელია (აბუსერიძე), მიქაბერიძე, მახარაძე,გოგრიჭიანი(ფრიდონაშვილი), არზიანი, კაკილაშვილი, სვანაძე, ჟორდანია (ბარათაშვილი), გურული,ცაავა, ჩქარეული(მესხი). გუნდს ნოდარ ახალკაცი წვრთნიდა.

1988. ფეხბურთში საკავშირო პირველობის უმაღლესი ლიგის მეორეწრისპირველმატჩში,თბილისისდინამომმოსკოვისსპარტაკი” 1:0 დაამარცხა. შეხვედრის ერთადერთიგოლიგრიგოლცაავამგაიტანა.თამაში თბილისში ჩატარდა. გუნდს დავით ყიფიანი წვრთნიდა.

1988. ვილი ტარჯილი ბეისბოლისტთა “დიდების დარბაზის” წევრი გახდა.

1992. ბარსელონას ოლიმპიური თამაშების მსვლელობისას ამერიკელმა მოცურავე ჯეფ როუზმა 100 მეტრზეგულაღმა ცურვაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (53,86).

1992. ბარსელონას ოლიმპიური თამაშების მსვლელობისას, ჩინელმა მოცურავე იან ვენიმ 50 მეტრზეთავისუფალი სტილით გაცურვაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (24,79).

1994. ლეგენდარულმა უკრაინელმა მძლეოსანმა სერგეი ბუბკამ ჭოკით სიმაღლეზე ხტომაში თავისი რიგითოცდამეთხუთმეტე და უკანასკნელი მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (6 მ 14 სმ).

2005. “ფორმულა-1”-ის უნგრეთის გრან პრი (“ჰუნგარორინგი”) ფინელმა მრბოლმა, კიმი რაიკონენმა მოიგო,მეორე გერმანელი მიხაელ შუმახერი იყო, ხოლო მესამე მისი ძმა რალფი.

2005. ბეისბოლისტთა “დიდების დარბაზში” რინე სანდბერგი და უეილ ბოგზი შეიყვანეს.

2007. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბმა “ბოსტონ სელტიკსმა” “მინესოტა თიმბერვულვზიდან” Kკევინ გარნეტი აიყვანა.

2008. თბილისში ჩამოვიდა არგენტინელი საფეხბურთო სპეციალისტი ექტორ რაულ კუპერი.

2010. კოლუმბიაში მიმდინარე სამხრეთ ამერიკის საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალში ბრაზილიამარგენტინას 87:77 მოუგო. ბრაზილიელები 18-დ გახდნენ კონტინენტის ჩემპიონები.

ამ დღეს დაიბადნენ

1929. ხოსე სანტამარია (ხოსე ემილიო სანტამარია იგლესიასი). ურუგვაისა და ესპანეთის ნაკრებების,მონტევიდეოს “ნასიონალისა” (1948-57) და მადრიდის “რეალის” (1957-66) მცველი. ურუგვაის ნაკრებში ჩაატარა20 მატჩი, ესპანეთის ეროვნულ გუნდში 16-ჯერ იასპარეზა. 1958, 1959, 1960 და 1966 წლებში მოიპოვა ჩემპიონთათასი. 1960 წელს გახდა საკონტინენტთაშორისო თასის მფლობელი. ურუგვაის ჩემპიონი (1950, 1952, 1955, 1956, 1957). ესპანეთის ჩემპიონი ( 1958, 1961, 1962, 1963, 1964, 1965). ესპანეთის თასის მფლობელი (1962). ესპანეთისჩემპიონატში ჩაატარა 227 მატჩი. 1968-71 წლებში წვრთნიდა ესპანეთის ახალგაზრდულ და ოლიმპიურნაკრებებს, 1971-78 წლებში სათავეში ედგა ბარსელონას “ესპანიოლს”, 1980-82 წლებში კი ესპანეთის ეროვნულინაკრების მთავარი მწვრთნელი იყო.

1937. იზაბელ დენიელსი. ამერიკელი მძლეოსანი ქალი. 100 მეტრზე ესტაფეტით სირბილში მელბურნის 1956წლის ოლიმპიური ბრინჯაოს მფლობელი.

1939. ესპარსა სოკო. ესპანეთის ნაკრებისა და მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი. ევროპის 1964 წლისჩემპიონი. 1966 წელს მოიპოვა ჩემპიონთა თასი. ესპანეთის შვიდგზის ჩემპიონი და თასის ორგზის მფლობელი.

1943. რობერტო მირანდა. 1960-70 წლებში ბრაზილიის ნაკრების ფორვარდი. მსოფლიოს 1970 წლის ჩემპიონი.მექსიკის მუნდიალზე ჩაატარა 2 მატჩი. 1968 წელს მოიპოვა ბრაზილიის თასი.

1946. ალან კლარკი. ინგლისის ნაკრებისა და “ლიდს იუნაიტედის” ფორვარდი. მსოფლიოს 1970 წლისჩემპიონატის მონაწილე. ინგლისის ნაკრებში ჩაატარა 19 მატჩი, გაიტანა 10 გოლი. ინგლისის ჩემპიონი.ბაზრობათა და ინგლისის თასების მფლობელი.

1951. ივონ გულაგონგი. ავსტრალიელი ჩოგბურთელი ქალი. გასული საუკუნის 70-იან წლებში მოგებული აქვსდიდი სლემის შვიდი ტურნირი. მოიგო ავსტრალიის (1974, 1975, 1976, 1977) და საფრანგეთის (1971) ღიაპირველობები, 1971 და 1980 წლებში გახდა უიმბლდონის ჩემპიონი. 1973, 1974, 1975, 1976 წლებში ითამაშა აშშ-ისღია პირველობების ფინალში. სადიდსლემო ტურნირები მოგებული აქვს წყვილთა და შერეულ წყვილთათანრიგებშიც. იყო პლანეტის ნომერ პირველი ჩოგბურთელი (1976). ავსტრალიის აბორიგენი მოსახლეობისპირველი წარმომადგენელი, რომელმაც სპორტში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. კარიერის განმავლობაშიგამოიმუშავა მილიონ 400 ათასი დოლარი.

1952. ჰელმუტ ბალდერისი (ჰელმუტ ბალდერის-სილდედზისი). საბჭოთა კავშირის ჰოკეისტთა ნაკრებისა დარიგის “დინამოს” ფორვარდი. ბავშვობაში მისდევდა ციგურებით სრიალს და ამის გამო, ყინულზე სრიალისგანსაკუთრებული ორიგინალური სტილი ჩამოუყალიბდა. 1977 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე აღიარესსაუკეთესო ჰოკეისტად. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი. ჰქონდა უნიკალური სათამაშო ტექნიკა. სპორტულიკარიერის მიწურულს ასპარეზობდა კანადაში. 37 წლის ასაკში იცავდა ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბის, “მინესოტა ნორდ სტარზის” ღირსებას. ამჟამად ცხოვრობს და მოღვაწეობს ლატვიის დედაქალაქში, სადაცსპორტის სასახლის დირექტორია.

1953. უგო გოტარდი. 1970-80-იანი წლების არგენტინელი ფორვარდი. 1976-83 წლებში გამოდიოდა“ესტუდიანტეში” ორჯერ გახდა არგენტინის ჩემპიონი. არგენტინის ჩემპიონატებში ჩაატარა 450 მატჩი, გაიტანა186 გოლი. 1983-86 წლებში იცავდა კოლუმბიის “ინდეპენდიენტე სანტა ფეს” ღირსებას. 1983 და 1984 წლებშიგახდა კოლუმბიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი. კოლუმბიელმა ფანებმა “მიწისძვრა” შეარქვეს.

1955. ლარს ბისტრუპი. დანიის ნაკრებისა და “ჰამბურგის” ფორვარდი. 1980 წელს დაასახელეს დანიისსაუკეთესო ფეხბურთელად. დანიის ნაკრებში ჩაატარა 30 მატჩი, გაიტანა 10 გოლი. “ჰამბურგის”შემადგენლობაში ორჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი. მოპოვებული აქვს დანიის ჩემპიონიბაც.

1957. ირინა ნაზაროვა. საბჭოთა მძლეოსანი. მოსკოვის 1980 წლის ოლიმპიადაზე, 400 მეტრზე ესტაფეტითრბენაში მოიპოვა ოქროს მედალი.

1966. ვალდას ივანაუსკასი. საბჭოთა კავშირის ჭაბუკთა, ახალგაზრდული და ლიტვის ეროვნული ნაკრებების,ვილნიუსის “ჟალგირისის”, ვენის “აუსტრიასა” და “ჰამბურგის” ნახევარმცველი. ავსტრიის სამგზის ჩემპიონი.ლიტვის ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა 28 მატჩი. 1990, 1991, 1993 და 1994 წლებში დაასახელეს ლიტვის საუკეთესოფეხბურთელად. წვრთნიდა “კაუნასს”, “ჰართსს”, “კარლ ცაისს”. იყო ლიტვის ნაკრების მთავარი მწვრთნელისასისტენტი და გორის “დილას” მთავარი მწვრთნელი.

1969. დაიბადა ანტონიო კონტე. იტალიის ნაკრებისა და ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი. მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 20 მატჩი, გაიტანა 2 გოლი. ტურინელთა შემადგენლობაში მოპოვებული აქვს ჩემპიონთა და უეფას თასები, ორჯერ იტალიის სუპერთასი და თასი. წვრთნიდა ტურინის “იუვენტუსს” და გუნდს სამჯერ მოაპოვებინა იტალიის ჩემპიონობა (2012, 2013, 2014). 2014-2016 წლებში იტალიის ეროვნულ ნაკრებს ედგა სათავეში, გასული წლიდან კი ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელია.

1970. ქრისტინა ფალასანიდი. სინქრონულ ცურვაში საბჭოთა კავშირის მრავალგზის ჩემპიონი ერთეულებში,წყვილებსა და ჯგუფურ ვარჯიშებში. დაამთავრა საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტი. ევროპის ჩემპიონი (1989) და ვერცხლის პრიზიორი (1987). მონაწილეობა მიიღო სეულის 1988 წლის ოლიმპიადაზე დაერთეულთა თანრიგში დაიკავა მეშვიდე ადგილი (650 ქულა).

1970. კნუტ ჰოლმანი. ნორვეგიელი ნიჩბოსანი. ატლანტის 1996 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1975. რუბენ პეტერსონი. “პორტლენდ თრეილ ბლეიზერსის” მძიმე ფორვარდი-მეფარე (211 სმ).

1976. მაქსიმ რომაშჩენკო. ბელორუსის საფეხბურთო ნაკრების, მოსკოვის “დინამოს” და თურქული“გაზიანთების” ნახევარმცველი.

1981. ჯონ ედვარდსი. “ინდიანა პეისერზის” მეფარე (210 სმ).

ამ დღეს გარდაიცვალა

2009. ავთვსისებიანი სიმსივნით ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა ლეგენდარული ინგლისელი საფეხბურთო მწვრთნელი სერ ბობი რობსონი.

0.146965