ჭადრაკი

13:19 | 30.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბაციაშვილი ერთპიროვნულ ლიდერობას ინარჩუნებს

ნინო ბაციაშვილი, ჭადრაკის სასახლეში მიმდინარე საქართველოს ქალთა ჩემპიონატზე ერთპიროვნულ ლიდერობას ინარჩუნებს.

ფინიშამდე ერთი ტურით ადრე მის აქტივში 6,5 ქულა და ნახევარქულიანი სხვაობაა უახლოესს კონკურენტებთან: ბელა ხოტენაშვილსა და მერი არაბიძესთან.

დასკვნით ტურში განსაკუთრებით დიდ ინტერესს იწვევს ლიდერების: ბაციაშვილის და ხოტენაშვილის დაპირისპირება.

VIII ტურის შედეგები:

ბელა ხოტენაშვილი (2458) 1 : 0 ნინო ხომერიკი (2319)
ალექსანდრა ვახანია (2138) ½ : ½ სალომე მელია (2370)
ელენე წოწონავა (2012) 0 : 1 მერი არაბიძე (2428)
სოფიო გვეტაძე (2308) 0 : 1 ლელა ჯავახიშვილი (2475)

სოფიკო ხუხაშვილი(2339) 0 : 1 ნინო ბაციაშვილი (2457)

IX ტურის შეხვედრები:

ბაციაშვილი (2457) ხოტენაშვილი (2458)

ჯავახიშვილი (2475) ხუხაშვილი (2339)

არაბიძე (2428) გვეტაძე (2308)

მელია (2370) წოწონავა (2012)
ხომერიკი (2319) ვახანია (2138)

სატურნირო მდგომარეობა:

  1. ნინო ბაციაშვილი - 6,5 ქულა;
    2.მერი არაბიძე - 6,0 ქულა;
    3. ბელა ხოტენაშვილი - 6,0 ქულა;
  2. ლელა ჯავახიშვილი - 5,5 ქულა;
    5. სოფიო გვეტაძე - 4,5 ქულა;
    6. სალომე მელია - 4 ქულა;
    7.სოფიკო ხუხაშვილი - 3,5 ქულა;
    8.ნინო ხომერიკი - 2,5 ქულა;
    9. ალექსანდრა ვახანია -1,5 ქულა;
  3. ელენე წოწონავა - 0 ქულა;

საქართველოს ქალთა ჩემპიონატისსაპრიზო ფონდი 30 600 ლარს შეადგენს. ასპარეზობა 10 მონაწილეს შორის 9 ტურად იმართება, შემდეგი დროის კონტროლით: 90 წუთი პარტიის ბოლომდე, პირველივე სვლიდან 30 წამის დამატებით.

ყაიმზე შეთანხმება შესაძლებელია მხოლოდ 30-ე სვლის შემდეგ.

ჩემპიონატის მონაწილეებიდან ყველაზე მეტჯერ საქართველოს ჩემპიონის ტიტულს ლელა ჯავახიშვილი ფლობდა. ლელამ, 4-ჯერ (2001;2007;2014;2016წწ.) გაიმარჯვა ქვეყნის მთავარ ტურნირში.

ორჯერ გახდნენ ჩემპიონები: ბელა ხოტენაშვილი (2012;2017) და ნინო ბაციაშვილი (2015;2018). ხოლო, სალომე მელია (2010) და მერი არაბიძე (2019) თითოჯერ ფლობდნენ ჩემპიონის ტიტულს.

gcf.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102638