ისტორია

9:53 | 29.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

29 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1937. დაიბადა ვლადიმერ ბარქაია. თბილისის “დინამოსა” და საბჭოთა კავშირის ფეხბურთელთა ნაკრების ფორვარდი. სსრ კავშირის ჩემპიონატებში ჩაატარა 227 მატჩი, გაიტანა 68 გოლი. საკავშირო თასის გათამაშებაში იასპარეზა 17-ჯერ და 9-ჯერ გამოიჩინა თავი. 53 საერთაშორისო შეხვედრაში 31 გოლი გაიტანა. სსრკ-ის ნაკრებში ჩაატარა 2 შეხვედრა, გაიტანა 2 გოლი. 1964 წლის საკავშიროს პირველობის ჩემპიონი. 1959 და 1962 წლებში მოპოვებული აქვს ბრინჯაოს მედლები. 1960 წლის საკავშირო თასის გათამაშების ფინალისტი. 1964 წელს დაასახელეს “33 საუკეთესოთა” შორის. 1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩების მონაწილე (საკვალიფიკაციო ციკლში დანიელებს ორი გოლი გაუტანა). მუშაობდა თბილისის “დინამოს” მწვრთნელად და საქართველოს სპორტკომიტეტის ფეხბურთის სამმართველოს უფროსად.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1874. დიდი ბრიტანეთის არმიის მაიორმა უოლტერ კოპტონ ვინგფილდმა ტრანსპორტირებადი საჩოგბურთო კორტი დააპატენტა.

1924. ურუგვაიში გამოუშვეს საფეხბურთო თემატიკის საფოსტო მარკების სერია, რომელიც სამი მარკისგან შედგებოდა, ერთ-ერთ მათგანს კი ეწერა “ურუგვაი – მსოფლიოს ჩემპიონი ფეხბურთში”. სიტუაციის უნიკალურობა ისაა, რომ იმ დროისთვის პლანეტის საფეხბურთო პირველობები არ ტარდებოდა. ურუგვაელებს ამგვარი მარკის გამოშვებისკენ მატი ეროვნული გუნდის მიერ პარიზის 1924 წლის ოლიმპიადაზე საფეხბურთო ტურნირის მოგებამ უბიძგა. როგორც ამბობენ, საფოსტო სერია ფიფას იმდროინდელმა პრეზიდენტმა ჟიულ რიმემაც იხილა და მსოფლიოს ჩემპიონატის დაფუძნებისა და ჩატარების იდეა კიდევ უფრო გაუმძაფრდა.

1926. იტალიის ჩრდილოეთ ზონის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალის მსვლელობისას ინფარქტით გარდაიცვალა ტურინის “იუვენტუსის” 46 წლის მთავარი მწვრთნელი ჯენო კაროლი. ფინალში ერთმანეთს “იუვენტუსი“ და “ბოლონია” ხვდებოდნენ.

1937. საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა პირველი მატჩი ჩაატარა. მან თბილისში ესპანეთის პროვინცია ბასკონიის ნაკრებს უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა. ქართველთა ერთადერთი გოლი მეორე ტაიმში, პენალტით ბორის პაიჭაძემ გაიტანა. საქართველოს ნაკრები: დოროხოვი, შავგულიძე, ჭუმბურიძე, ჯორბენაძე, მინაევი, გაგუა, გავაშელი, მ. ბერძენიშვილი (ლოლაძე), პაიჭაძე, ვ. ბერძენიშვილი, ჯეჯელავა.

1938. აშშ-ში ეროვნული ოლიმპიური პარკი დაარსდა.

1948. ლონდონში თანამედროვეობის მეთოთხმეტე ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ გაიხსნა. იგი დიდი ბრიტანეთის მეფე ჯორჯ მეექვსემ გახსნა. თამაშებში მონაწილეობა 59 ქვეყნის 5429 სპორტსმენმა მიიღო. არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე აშშ-ის ნაკრები გავიდა (38 ოქრო, 27 ვერცხლი, 19 ბრინჯაო), მეორე საფეხურზე შვედი ათლეტები აღმოჩნდნენ (16, 11, 17), ხოლო მესამე პოზიცია საფრანგეთის წარგზავნილებმა დაიკავეს (10, 6, 13).

1956. ფრანგი მკვლევარის, ჟაკ ივ კუსტოს ხომალდი “კალიფსო” ზღვის ფსკერზე 7500 მეტრის სიღრმეზე დაეშვა, რითიც მსოფლიოს რეკორდი დაამყარა.

1989. კუბელმა მძლეოსანმა ხავიერ სოტომაიორმა სიმაღლეზე ხტომაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (2 მეტრი, 40 სმ). კუბელმა სარეკორდო მაჩვენებელი პუერტო რიკოს დედაქალაქ სან ხუანში მიმდინარე შეჯიბრებისას აჩვენა.

1990. ჩოგბურთში ფედერაციის თასის 28-ე გათამაშების ფინალში, აშშ-ის ეროვნულმა გუნდმა სსრკ ნაკრებს 2:1 მოუგო. მატჩი აშშ-ის ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტაში ჩატარდა.

1995. სერბმა ჩოგბურთელმა ქალმა მონიკა სელეშმა ტრავმის მორჩენის შემდეგ (იგი შტეფი გრაფის თაყვანისმცემელმა ასპარეზობისას დანით დაჭრა) პირველად მოახერხა მარტინა ნავრატილოვას დამარცხება.

1996. ლეგენდარულმა ამერიკელმა მძლეოსანმა, კარლ ლუისმა, სიგრძეზე ხტომაში ატლანტის ოლიმპიადა მოიგო. იგი სპორტის ისტორიაში მეხუთე ათლეტი გახდა, რომელმაც ზედიზედ ოთხ ოლიმპიურ თამაშებზე შეძლო ოქროს მედლის დაუფლება.

1998. ამერიკელმა დევიდ შამმა ბუმერანგის გაშვებაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა. გაშვებული იარაღი შამს 174 მეტრით დაშორდა და შემდეგ მასვე დაუბრუნდა.

1998. თბილისის “დინამომ” ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში, ალბანეთში “ვლაჟნიასთან” 1:3 წააგო. “დინამოელთაგან” გოლი მიხეილ აშვეთიამ გაიტანა. პირველ მატჩში ალბანელებს 0:3 წაგება ჩაუთვალეს (თბილისში მათ, ოფიციალურ განაცხადში არდასახელებული ფეხბურთელი ათამაშეს) და მომდევნო ეტაპზე თბილისის “დინამო” გავიდა. “დინამო”: სოლოღაშვილი, დიდავა, ცქიტიშვილი, ჯელაძე, სახვაძე, გუჩუა, კვარაცხელია (ქემოკლიძე), ალექსიძე, კობიაშვილი, მუჯირი (მელქაძე), ხომერიკი (აშვეთია). მთავარი მწვრთნელი მურთაზ ხურცილავა.

2005. გოლფის ვარსკვლავმა ერნი ელსმა ნიჩბოსნობისას მუხლის ტრავმა მიიღო, რაც სეზონის დარჩენილი ნაწილის გამოტოვებად დაუჯდა.

2007. პოლონეთში გამართულ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატზე, მძიმეწონოსანმა ვასილ იმერლიშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა. მეორე ადგილზე გავიდა 63 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე პაატა ბაკურაძე.

2007. აზიის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალში ერაყმა საუდის არაბეთს 1:0 მოუგო. ტურნირი ინდონეზიაში ჩატარდა, გადამწყვეტი მატჩი კი მის დედაქალაქ ჯაკარტაში.

2009. შშ-ის იუტას შტატის ქალაქ სენდიში ერთმანეტს ინგლისური პრემიერლიგის “ევერტონი” და ამერიკის საფეხბურთო ლიგის MLშ-ის ნაკრები შეხვდნენ. მატჩი 1:1 დასრულდა, პენალტების სერიაში კი ლივერპულელებმა 4:3 იმარჯვეს.

2009. ფორმულა1-ის უნგრეთის გრან პრიზე “ფერარის” პილოტის ფელიპე მასას ტრავმის შემდეგ გერმანელმა მიხაელ შუმახერმა რბოლებში დაბრუნების და მძიმედ დაშავებული მასას შეცვლაზე მზადყოფნა გამოთქვა.

2010. ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში, “ზესტაფონილვოვშიკარპატთან” 0:1 დამარცხდა, თბილისისდინამომკი ავსტრიაში, გრაცისშტურმთან” 0:2 წააგო.

ამ დღეს დაიბადნენ

1926. დონ კარტერი. ამერიკელი ბოულინგისტი. ექვსჯერ დაასახელეს წლის საუკეთესო ბოულინგისტად (1953, 1954, 1957, 1958, 1960, 1961).

1929. ჟულინიო. ბრაზილიის ნაკრებისა და ფლორენციის “ფიორენტინას” ფორვარდი. მსოფლიოს 1954 წლის ჩემპიონატის მონაწილე. ბრაზილიის ნაკრებში ჩაატარა 27 მატჩი, გაიტანა 10 გოლი. ბრაზილიის თასის ორგზის მფლობელი. ფლორენციელთა შემადგენლობაში 1956 წელს იტალიის ჩემპიონი გახდა.

1937. ვლადიმერ ბარქაია. თბილისის “დინამოსა” და საბჭოთა კავშირის ფეხბურთელთა ნაკრების ფორვარდი. სსრ კავშირის ჩემპიონატებში ჩაატარა 227 მატჩი, გაიტანა 68 გოლი. საკავშირო თასის გათამაშებაში იასპარეზა 17-ჯერ და 9-ჯერ გამოიჩინა თავი. 53 საერთაშორისო შეხვედრაში 31 გოლი გაიტანა. სსრკ-ის ნაკრებში ჩაატარა 2 შეხვედრა, გაიტანა 2 გოლი. 1964 წლის საკავშიროს პირველობის ჩემპიონი. 1959 და 1962 წლებში მოპოვებული აქვს ბრინჯაოს მედლები. 1960 წლის საკავშირო თასის გათამაშების ფინალისტი. 1964 წელს დაასახელეს “33 საუკეთესოთა” შორის. 1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩების მონაწილე (საკვალიფიკაციო ციკლში დანიელებს ორი გოლი გაუტანა). მუშაობდა თბილისის “დინამოს” მწვრთნელად და საქართველოს სპორტკომიტეტის ფეხბურთის სამმართველოს უფროსად.

1940. რინატ საფინი. ბიატლონისტთა შორის 1972 წლის ზამთრის ოლიმპიადის ჩემპიონი (7,5 კმ-იანი ესტაფეტა). 1969, 1970, 1971 და 1973 წლებში მოპოვებული აქვს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული.

1943. ინგრიდ კრამერი. გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის წყალში მხტომელი. 1964 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1954. ფლო ჰიმანი. ამერიკელი ფრენბურთელი. 1984 წლის ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი.

1955. ჟან-ლუკ ეტორი. საფრანგეთის ნაკრებისა და “მონაკოს” მეკარე. 1975-94 წლებში საფრანგეთის პირველ დივიზიონში ჩაატარა სარეკორდო რაოდენობის, 602 მატჩი. საფრანგეთის სამგზის ჩემპიონი (1978, 1982, 1988) და თასის მფლობელი (1980, 1985, 1991). საფრანგეთის ნაკრებში ჩაატარა 9 მატჩი. 1995-2008 წლებში იყო “მონაკოს” მეკარეთა მწვრთნელი.

1957. ნელი კიმი. საბჭოთა კავშირის ნაკრების ტანმოვარჯიშე. სპორტულ ტანვარჯიშში 1976 წლის ოლიმპიადაზე მოიპოვა ოქროს ორი მედალი (გუნდურ ჩათვლასა და ბჯენით ხტომებში), ხოლო 1980 წლის თამაშებზე ჩემპიონი გახდა გუნდურ ჩათვლასა და თავისუფალ ვარჯიშში. მოპოვებული აქვს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონობა. ამჟამად ცხოვრობს და მოღვაწეობს აშშ-ში.

1966. სალი განელი. ამერიკელი მძლეოსანი. 400 მეტრზე თარჯრბენში 1992 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1975. დენის მარკონატო. იტალიის კალათბურთელთა ნაკრებისა და ტრევიზოს “ბენეტონის” მეფარე (211 სმ).

1975. სვეტლანა პრიგოდსკაია. რუსეთის ქალ კალათბურთელთა ნაკრებისა და მოსკოვის “დინამოს” ფორვარდი (190 სმ).

1979. რონალდ მიურეი. “სიეტლ სუპერსონიკსის” ფორვარდი (194 სმ).

0.146851