ფეხბურთი

16:37 | 26.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

„ჩელსიმ“ კუკურელიას დაადგა თვალი

„ჩელსის“ „ბარსელონას“ აღზრდილის, მარკ კუკურელიას შეძენა სურს, რომელიც ამჟამად იჯარის წესით „ხეტაფეში“ ირჯება. ლონდონელები 22 წლის ფეხბურთელში 30 მილიონ ევროს იხდიან.

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, „არისტოკრატების“ პრიორიტეტული სამიზნე „ლესტერის“ ბენჯამინ ჩილუელი გახლდათ, მაგრამ „მელიებმა“ ის 90 მილიონი ევრო დააფასეს და ლონდონელთა მთავარმა მწვრთნელმა, ფრენკ ლამპარდმა, ხელმძღვანელობას კუკურელიას შეძენა სთხოვა.

მარკი „ხეტაფეში“ „ბარსელონადან“ იჯარით 2018 წლის ზაფხულში გადავიდა.

0.110575