სხვა

2:57 | 26.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ტურზე ნაირო კინტანა ძნელი დასამარცხებელი იქნება

ვუელტას მოქმედი ჩემპიონი, სლოვენიელი პრიმოჟ როგლიჩი ამბობს, რომ ტურ დე ფრანსზე წელს კოლუმბიელი ნაირო კინტანას დამარცხება ძნელი იქნება. კინტანა რომ კარგ ფორმაშია, ჯერ კიდევ სეზონის დასაწყისში გამოჩნდა, როცა თებერვალში ორი რბოლა მოიგო და შემდეგ პარიზი-ნიცას რბოლის ბოლო სამთო ეტაპზეც ყველას აჯობა.

კინტანა გუნდ „მოვისტარიდან“ „არკეა-სამსიჩში“ გასული სეზონის ბოლოს, თავის ძმასთან, დაიერ კინტანასთან ერთად გადავიდა. ნაიროს თითოჯერ აქვს მოგებული ჯირო და ვუელტა, ორჯერ კი ტურის ვიცე ჩემპიონი გახდა. ფრანგულ გუნდს საფრანგეთის ტურზე დიდი იმედები აქვს და ამ მიზნის მისაღწევად, კინტანას გადმობირება საუკეთესო გადაწყვეტილება იყო.

„მან (კინტანამ) უკვე გვიჩვენა, რომ წელს კარგად არის მომზადებული. ტურზე მისი შეჩერება ძალიან ძნელი იქნება. თუმცა მანამდე უნდა ვნახოთ, სეზონის განახლებას ვინ როგორ ხვდება. არ მგონია, ვინმეს მასთან რამე უპირატესობა ჰქონდეს მარტო იმის გამო, რომ ახლა არკეას წევრია“, - ამბობს როგლიჩი, ვინც ჰოლანდიელებთან სტივენ კროისვაიკთან და ახალ თანაგუნდელ ტომ დუმოლენთან ერთად, გუნდ „ჯუმბო-ვისმას“ ლიდერია.

როგლიჩი დასძენს, რომ „ჯუმბო-ვისმას“ ლიდერი ტურის მსვლელობისას გამოიკვეთება და მათგან ყველაზე ძლიერი, ყვითელი მაისურისთვის იბრძლოებს. „იმედი მაქვს, ეს მე ვიქნები, მაგრამ ყველაფერი რბოლისას გამოჩნდება“, - დასძენს როგლიჩი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.106169