ფეხბურთი

23:12 | 25.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

„ლოკომოტივი“ „თელავს“ დაუზავდა

ეროვნული ლიგის მე-7 ტურის შეხვედრაში, მიხეილ მესხის სათადარიგო მინდორზე, „ლოკომოტივმა“ დებიუტანტ „თელავს“ უმასპინძლა. გიორგი გაბაძის გოლით უგებდა კიდეც, მაგრამ თელაველებმა კიდევ ერთხელ გამოავლინეს ხასიათი და ბოლოსკენ ირაკლი რუხაძის პენალტით გაათანაბრეს.

„თელავმა“ 10 ქულა მოაგროვა და ბათუმის „დინამოს“ დაეწია. „ლოკომოტივმა“ კი ორი საშინელი მარცხის შემდეგ, მიჯრით მეორე ფრე ითამაშა.

ტურის მთავარი მატჩი კვირას გაიმართება. ლიდერი „დილა“ თავის „თენგიზ ბურჯანძეზე,“ „ბათუმს“ უმასპიძლებს. შეხვედრა 21 საათზე დაიწყება.

0.117099