ფეხბურთი

22:49 | 24.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

რუსული მედია: "რუბინი" კვარაცხელიას მხოლოდ ევროპაში გაყიდის

ყაზანის „რუბინის“ ქართველი ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ რუსული მედია ახალ ინფორმაციას ავრცელებს. კერძოდ, როგორც ცნობილი გახდა, ჩვენებურსა და კლუბს შორის შეთანხმებაა, რომლის საფუძველზე ხვიჩა „რუბინიდან“ მხოლოდ ევროპაში წავა.

საუბარი ტოპ ხუთი ჩემპიონატის გუნდებზე და შესაბამისად, ყაზანელები ჩვენებურის სხვა რუსულ გუნდში გაშვებას არ გეგმავენ.

ბოლო პერიოდში 19 წლის ქართველი ჯერ „კრასნოდარს“, მერე კი მოსკოვის „სპარტაკსაც“ დაუკავშირეს.

კვარაცხელიამ ახლახან დასრულებულ სეზონში 27 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. „რუბინთან“ კონტრაქტი კი 4 წელი აკავშირებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116498