ფეხბურთი

21:05 | 24.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ლიდს იუნაიტედმა" ფრანგი მეკარე დაიმატა

საფრანგეთის 21-წლამდელთა ნაკრების და აწ უკვე "ლორიენის" მეკარე ილიან მესლიე კარიერას პრემიერლიგაში აღზევებულ გუნდ "ლიდს იუნაიტედში" ოფიციალურად გააგრძელებს. როგორც ინგლისელების ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ფეხბურთელმა კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

მესლიე "ლორიენმა" გასულ წელს "ლიდსში" იჯარის წესით გაუშვა და სეზონის ბოლოს ინგლისურმა კლუბმა ფეხბურთელი 6.5 მილიონ ევროს სანაცვლოდ გამოისყიდა. გასულ სეზონში ახალგაზრდა მოთამაშემ "ლიდსის" მაისურით 11 მატჩი ჩაატარა, გაუშვა ხუთი გოლი და შვიდ შეხვედრაში კარის მშრალად შენახვა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121971