ფეხბურთი

23:23 | 23.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ჩიხურას" პირველი მოგება და "მერანის" ზედიზედ მეოთხე წაგება

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეშვიდე ტური აუტსაიდერთა დაპირისპირებით დაიწყო. „ჩიხურა“ და თბილისის „მერანი“ ამ ტურამდე მოუგებლად იყვნენ და სასწორზე ძვირფასი ქულები იდო.

დებიუტანტმა „მერანმა“ სეზონი თითქოს კარგად დაიწყო, მიჯრით სამი ფრე ითამაშა, მაგრამ ახლა უკვე 4 ტური გავიდა და ქულაც ვერ მოიპოვა. მათ შორის ვერც „ჩიხურასთან“, რმელიც ამ ტურამდე მხოლოდ 2 ქულით იწონებდა თავს.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ საჩხრელეთა უპირატესობა მეორე ნახევარში თვალშისაცემი გახდა და მეტოქეს მთლიანობაში ადვილად მოუგო - 3:0.

„ჩიხურამ“ 5 ქულას მოუყარა თავი, როგორც იქნა ბოლო ადგილს თავი დააღწია და პოზიცია სწორედ „მერანს“ გაუცვალა.

„ჩიხურა“ – „მერანი“ (თბილისი) 3:0

გოლები: 1:0 კახაბრიშვილი (55), 2:0 კიკაბიძე (74), 3:0 მუჯირი (87)

0.115763