ფეხბურთი

22:55 | 23.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ხარაიშვილის გოლი შვედეთის ჩემპიონატში (+VIDEO)

შვედეთის ოლსვენსკანის მეათე ტურში გიორგი ხარაიშვილმა გოლი გაიტანა. ქართველი ფეხბურთელის „გიოტებორგმა“ „ფოლკენბერგსს“ უმასპინძლა და ვერ მოუგო - 2:2.

ხარაიშვლმა მეცხრე წუთზე ახლო მანძლიდან გახსნა ანგარიში და მიმდინარე სეზონში მეორე გოლი გაიტანა. ეს უშუალოდ ჩემპიონატში, ხოლო შვედეთის თასზე ასევე ორი გოლი აქვს გატანილი.

„გიოტებორგი“ 2:0-ს იგებდა, მაგრამ 73-ე და 95-ე წუთებზე ორჯერ გაუშვა და ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია დაუგროვდა. ქართველი შემტევი მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეორე წუთზე შეცვალეს.

„გიოტებორგს“ 10 ტურის თავზე 11 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მხოლოდ და მხოლოდ მე-12 პოზიციაზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116136