ფეხბურთი

18:55 | 23.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

მირჩა ლუჩესკუმ "დინამო" ჩაიბარა

კიევის „დინამოს“ მთავარ მწვრთნელად რუმინელი სპეციალისტი მირჩა ლუჩესკუ დაინიშნა. ინფორმაცია უკრაინული გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა. აღნიშნულ პოსტზე ალექსეი მიხაილიჩენკო შეცვალა.

ლუჩესკუს კარიერის ოქროს წლები კიეველთა კონკურენტ დონეცკის „შახტარს“ უკავშირდება, სადაც 2004-2016 წლებში იმუშავა. საინტერესოა, რომ ზუსტად ერთი წლის წინ თქვა: „როგორ შეიძლება კიევის „დინამოში“ ვიმუშავო, როცა „შახტარში“ ამდენი წელი გავატარე?“

გავიდა ერთი წელი და რუმინელს საკუთარ სიტყვები დაავიიწყდა... ლუჩესკუს ასევე წარმატებით უმუშავია „გალათსარაისა“ და „ბეშიქთაშში“, იტალიურ „ბრეშასა“ და „რეჯანაში“. საკლუბო დონეზე ბოლოს „ზენიტს“ ავარჯიშებდა, ხოლო 2017-2019 წლებში თურქეთის ნაკრების თავკაცი იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.141166