ფეხბურთი

16:18 | 21.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ანდრო გიორგაძემ "კარპატი" დატოვა

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ყოფილმა მცველმა ანდრო გიორგაძემ უკრაინული „კარპატი“ დატოვა. ამის შესახებ ლვოვური გუნდის ვებგვერდი იტყობინება.

ქართველი ფეხბურთელი „კარპატიში“ მხოლოდ 6 თვე ირჯებოდა და 6 თამაში ჩაატარა. მანამდე 24 წლის გიორგაძეს მარტვილის „მერანში“, პოლტავას „ვორსკლასა“ და ჩეხეთის საფეხბურთო კლუბ „ზლინში“ უთამაშია.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მაისური კი 5-ჯერ მოირგო. სადა გააგრძელებს კარიერას ქართველი ფეხბურთელი ამ ეტაპზე უცნობია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1132