ჩოგბურთი

4:22 | 21.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

აშშ-ის ღია შეიძლება არც გაიმართოს

არაა გამორიცხული, რომ აშშ-იშ ღია პირველობა წელს აღარც ჩატარდეს. ჩოგბურთელების დიდი ნაწილი, ნიუ იორკში საასპარეზოდ ემზადება, მაგრამ ახალი კორონვირუსის მეორე ტალღა, დიდი სლემის ამერიკული ტურნირის გამართვას, თუნდაც მაყურებლის გარეშე, კითხვის ნიშანს უსვამს.

ესპანურ გამოცემა „მარკას“ ინფორმაციით, დღეს განიხილება ვაშინგტონის ტურნირის ჩატარების საკითხი. აშშ-ის ღიას გამართვასთან დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილებას კი ორგანიზატორები 28 ან 29 ივლისს მიიღებენ.

ბევრი ჩოგბურთელი ეჭვობს, რომ ტურნირის ორგანიზატორები ვერ შეძლებენ ვირუსისგან მათს დაცვას, რის გამოც, მათი ნაწილი ნიუ იორკში გამგზავრებას არც გეგმავს. ზოგისთვის კი პრობლემა ისაა, რომ ამერიკიდან ევროპაში დაბრუნების შემდეგ, ორკვირიანი თვითიზოლაციის გავლა მოუწევთ, რის გამოც, ტურნირებზე ასპარეზობას ვერ შეძლებენ.

0.137192