ფეხბურთი

9:46 | 21.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

არველაძე შესაძლოა "ტრაბზონში" დაბრუნდეს: ქართველის კანდიდატურას განიხილავენ

ტაშკენტის „ფახთაქორის“ ქართველი მწვრთნელი შოთა არველაძე „ტრაბზონსფორს“ დაუკავშირეს. საქმე ისაა, რომ თურქულმა კლუბმა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ჰუსეინ ჩიმშირს კონტრაქტი გაუწყვიტა და შესაბამისად ახალი მწვრთნელის დანიშნვა მოუწევს.

თურქული მედია ამ ეტაპზე ჩიმშირის შეცვლის ორ კანდიდატს ასახელებს - აბდულა ავჩის და შოთა არველაძეს. უფრო მეტი ზუსტი დეტალი ჯერჯერობით უცნობია.

არველაძისთვის „ტრაბზონსფორი“ ნაცნობი ადგილია და 1993-1997 წლებში 123 მატჩში 81 გოლი გაიტანა. 2015 წლის ივლისში ის ტრაბზონში მთავარი მწვრთნელის რანგში დაბრუნდა და გუნდს იმავე წლის ნოემბრამდე უხელმძღვანელა (15 მატჩი, 6 მოგება, 3 ფრე, 6 წაგება) და შემდეგ პოსტი დატოვა.

აქვე გეტყვით, რომ „ტრაბზონსფორი“ თურქეთის ჩემპიონობისთვის იბრძოდა, მაგრამ 33-ე ტურში ლევან შენგელიას „ქონიასფორთან“ 3:4 წააგო და ჩემპიონი „ბაშაკშეჰირი“ გახდა. სხვათა შორის, ქართველმა ხსენებულ მატჩში გოლი გაიტანა, პენალტი მოიპოვა და საგოლე პასი შეასრულა.

0.112303