ფეხბურთი

0:03 | 21.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "ინგლისური ფეხბურთისთვის პრემიერლიგაში ბიელსას მუშაობა საოცარი იქნება"

„ლიდს იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი მარსელო ბიელსა პეპ გვარდიოლამ შეაქო. ესპანელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ პრემიერლიგისთვის არგენტინელის ამ ლიგაში მუშაობა საოცარი იქნება.

„მე არასდროს ვყოფილვარ მისი ფეხბურთელი, მაგრამ ვიცი, რომ 100 მილიონი ფეხბურთელის ინსპირაცია იყო, ვისაც მასთან უმუშავია. ფეხბურთის სამყაროში უნიკალურია, განსაკუთრებულ როლს თამაშობს. ავთენტური მწვრთნელია, ასე არავინ თამაშობს. წარმოუდგენელი და განსაკუთრებული ადამიანია. ეს ჩემი პირადი აზრია, მაგრამ პრემიერლიგაში მომდევნო სეზონში მისი მუშაობა ინგლისური ფეხბურთისთვის საოცარი ამბავი იქნება.

ტიტულების მოგება ხელს უწყობს სამუშაოს შემდეგ ეტაპს, მაგრამ სიცოცხლის ბოლოს არა მოგებული ტიტულები, არამედი ის ახსოვთ, რაც გაქვს, რაც გასწავლა მწვრთნელმა“, - თქვა პეპმა.

შეგახსენებთ, მარსელო ბიელსამ „ლიდს იუნაიტედის“ ქომაგებისთვის სანატრელ შედეგს მიაღწია და 2004 წლის შემდეგ გუნდი პრემიერლიგაში დააბრუნა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112921