სხვა

16:59 | 19.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ტოდტი: "შუმახერი ვნახე და იმედია მალე მსოფლიოც იხილავს"

ფერარის ყოფილმა დირექტორმა და FIA-ს მოქმედმა ხელმძღვანელმა ჟან ტოდტმა მიხაელ შუმახერის შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, ლეგენდარული გერმანელი მოინახულა და იმედოვნებს, მალე მთელი მსოფლიო იხილავს.

„მე ვნახე მიხაელი და იმედი მაქვს, რომ სამყაროც მალე შეძლებს მის ნახვას. ეს არის ის, რისთვისაც იბრძვის, ის და მისი ოჯახი მუშაობენ.

მიყვარს მიხაელი, მაგრამ შეუძლებელია იმის თქმა ვინ არის ყველა დროის საუკეთესო პილოტი - ხუან მანუელ ფანგიო, ჯიმ კლარკი, აირტონ სენა და მიხაელ შუმახერი. ვიცი, რომ ლუის ჰემილტონს შეუძლია მიხაელის რეკორდის დამხობა, როგორც ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი პილოტის, მაგრამ იმ ინციდენტის შემდეგ, რაც მიხაელს შეემთხვა, ნუთუ მართლა აქვს მნიშვნელობა, რომ ლუისი უფრო მეტჯერ გახდება ჩემპიონი? მახსოვს 2000 წელს სუზუკაზე ფერარისთან ერთად მოგებული პირველი ტიტულის შემდეგ შუმახერს ვუთხარი, რომ ჩვენი ცხოვრება იგივე არასდროს იქნებოდა. ჩვენ ყველაფერს მივაღწიეთ, რაც გვინდოდა“, - თქვა ტოდტმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.103658