ფეხბურთი

21:23 | 18.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

მენდეში „ბარსელონას“ სეტიენის მაგიერ ბლანის მიწვევას სთავაზობს

„ბარსელონას“ ხელმძღვანელობამ ცნობილი პორტუგალიელი აგენტისგან, ჟორჟე მენდეშისგან მიიღო წინადადება, მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლორან ბლანი დანიშნონ, რომელსაც ადრე „პარი სენ-ჟერმენში“, საფრანგეთის ნაკრებსა და „ბორდოში“ უმუშავია - გვამცნობს Mundo Deportivo.

მოგეხსენებათ, კატალონიური კლუბის ამჟამინდელი დამრიგებლის, კიკე სეტიენის მოიმავალი ჯერაც გაურკვეველია.

ბლანისთვის კი „ვალენსიასაც“ მიუმართავს. მანამდე ფრანგ სპეციალისტს უარი უთქვამს თურქული „ფენერბაჰჩესთვის,“ ასევე არაბთა გაერთიანებული საემიროების ერთ-ერთი კლუბისთვის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115347