ფეხბურთი

2:42 | 18.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

16 წლის შემდეგ "ლიდსი" პრემიერლიგაში დაბრუნდა

„ლიდს იუნაიტედი“ ინგლისის პრემიერლიგას დაუბრუნდა. მარსელო ბიელსას გუნდმა სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე გაინაღდა ელიტალურ დივიზიონში თამაშის უფლება.

იორკშირელებმა პრემიერლიგის საგზური მას შემდეგ გაიფორმეს, რაც მათი ერთ-ერთი კონკურენტი „ვესტ ბრომვიჩი“ 45-ე ტურში „ჰადერსფილდთან“ დამარცხდა. შედეგად, დარჩენილი ორი მატჩი „ლიდსმა“ რომც წააგოს, მეორე ადგილს დაბლა სეზონს არ დაასრულებს.

„ლიდს იუნაიტედი“ პრემიერლიგაში ბოლოს 2003-2004 წლების სეზონში თამაშობდა. შესაბამისად, 16-წლიანი პაუზის შემდეგ ინგლისის მთავარ დივიზიონში დაბრუნდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115084