სხვა

3:48 | 15.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

აუზები დაკეტილია? არაუშავს, ცურვაში ვარჯიში ასეც შეიძლება

სებასტიან გალეგუიო 18 წლის არგენტინელია, პარალიმპიური მოცურავე, რომელმაც პანდემიის პერიოდში, ცურვაში სავარჯიშოდ, ორიგინალურ ხერხს მიმართა. იმ დროს, როდესაც ბუენოს აირესში და მის მახლობლად, ყველა საცურაო აუზი დახურულია, მან საკუთარი აუზი მოაწყო და მასში ვარჯიშობს.

ქალაქის ღარიბულ გარეუბანში მდებარე სახლის ეზოში, მამის დახმარებით სებასტიანმა დროებითი აუზი მოაწყო. მის ასაგებად, პლასტიკის ფურცლები, მორები, ძველი აუზი გამოიყენეს. ასე მოწყობილი აუზი 400 ლიტრი წყლით ივსება.

„გამოვიყენეთ ყველაფერი, რაც ჩვენს ხელთ იყო. და დავიწყეთ აგება. ჯერ გავაკეთეთ ძირი, შემდეგ კი აუზს პლასტიკის ფურცლები ამოვაკარით, რათა მასში წყალი შეგვენარჩუნებინა. ბოლოს კი ვიყიდეთ 15 მეტრი სიგრძის და 4 მეტრი სიგანის პლასტიკი, რომლითაც ერთგვარი ტომარა გავაკეთეთ, რომელშიც წყალს ვასხამთ“, - ყვება სებასტიანის მამა, 47 წლის ედმუნდო ერნანდესი.

გილერმო არგენტინის ყრუთა ნაკრების წევრია, რომელთან ერთადაც, ყრუთა 2021 წლის ოლიმპიადისთვის ემზადება, რომელსაც ბრაზილია უმასპინძლებს. ის ამბობს, რომ აუზის გარეშე ყოფნა რთული იყო. „მე ვუთხარი დედას, ვარჯიში მინდა, რადგან ზანტი ვხდები და მოქნილობას ვკარგავ... ქუჩაში კი ისე ვერ ვვარჯიშობ, როგორც წყალში“, - ყვება მოცურავე.

არგენტინის მთავრობის გადაწყვეტილებით, პანდემიის გამო, აუზები სხვა დაწესებულებათა მსგავსად, 12 მარტს დაიხურა და სულ ცოტა, 17 ივლისამდე არ გაიხსნება. ქვეყანაში კორონავირუსით 100 ათასზე მეტი ადამიანი დაავადდა, დაახლოებით 2000 კი დაიღუპა.

სამხრეთ ამერიკაში ახლა ზამთარია და გალეგუიოს ღია ცის ქვეშ ვარჯიში უწევს. ამიტომ, რომ არ გაცივდს, წყალს შეშით ათბობს...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.062258