ფეხბურთი

23:31 | 14.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

7 გოლი ერთ ტაიმში და 8:0 - უჩვეულო ანგარიში ჩემპიონშიფში (+VIDEO)

ინგლისის ჩემპიონშიფის 44-ე ტურში უმოტივაციოა „უიგან ატლეტიკმა“ მოტივირებულ „ჰალ სიტის“ უმასპინძლა და უჩვეულო ანგარიშით 8:0 მოუგო.

საინტერესოა, რომ მასპინძლებმა 8-დან 7 გოლი პირველ ტაიმში გაიტანეს. ინგლისის ოთხ საუკეთესო დივიზიონში ერთ ტაიმში ერთ გუნდს მინიმუმ 7 გოლი 5 წელი არ ჰქონდა გატანილი. ბოლოს ასეთი ფაქტი 2015 წელს, „უოტფორდი“ – „ბლექპულის“ დაპირისპირებაში გავიდა.

„უიგანისთვის“ დარჩენილ ორ ტურს არავითარი მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან მე-13 ადგილზე მშვიდად იმყოფება. „ჰალ სიტი“ კი გასავარდნ ზონაშია და პირველ ლიგაში გავარდნა ემუქრება.

0.113818