ფეხბურთი

10:50 | 14.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

„მანჩესტერი“ – 18 მატჩი წაუგებლად

პრემიერლიგის 35-ე ტურის მატჩში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ და „საუთჰემპტონმა“ „ოლდ ტრაფორდზე“ ფრედ 2:2 ითამაშეს.

მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლებმა გამარჯვება ხელიდან გაუშვეს, მათთვის ეს შეხვედერა მაინც მნიშვნელოვანი გამოდგა. სულშერის გუნდი უკვე 18 მატჩია აღარ აგებს (აქედან 11 პრემიერლიგაში). ბოლოს „მანჩესტერი“ ინგლისის ჩემპიონატში 22 იანვარს დამარცხდა „ბარნლისთან.“

ასე რომ, მანკუნიანელებმა 2013 წლის შედეგი გაიმეორეს, როცა გუნდს ჯერ კიდევ სერ ალექს ფერგიუსონი წვრთნიდა.

დღეისათვის 59 ქულით „იუნაიტედი“ პრემიერლიგის ცხრილში მეხუთე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11322