ფეხბურთი

0:58 | 12.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

უცნაური „ჩელსი“

გაჩემპიონების შემდეგ, „ლივერპული“ თითქოს ცოტა მოეშვა, რაც გასაკვირი არ არის. თუმცა, მერსისაიდელებს ამჯერად ცდა არ დაუკლიათ წარმატებისთვის. ბევრს ურტყამდნენ მეტოქის კარისკენ, მაგრამ ხშირად არაზუსტად. თანაც სტუმართა მცველებიც ყოჩაღობდნენ და შესანიშნავი იყო მეკარე ნიკ პოუპი, რომელსაც ინგლისის ნაკრების კარის დარაჯადაც განიხილავენ.

„ლივერპულში“ კი ორი ახალწვეულის თამაშია საინტერესო. თავდამსხმელი კერტის ჯონსი და მცველი ნეკო უილიამსი. ორივე კარგ შთაბეჭედილებას ტოვებს.

ამ ფრით „ლივერპულმა“ „ენფილდზე“ ზედიზედ 24 მოგებიანი სერია შეწყვიტა.

მერე ლივერპულელთა მწვრთნელი, იურგენ კლოპი მსაჯსაც დაემდურა, თუმცა ისიც თქვა - ჩვენი ბრალია, რომ ვერ გავიმარჯვეთო.

„რამდენიმე წუთს „ლივერპული“ შესანიშნავი იყო, ისეთი, როგორიც გვიყვარს. ყველაფერი გამოგვდიოდა, მაგრამ მეტი უნდა გაგვეტანა. მსაჯის უკმაყოფილო ვართ, რიგ შემთხვევებში შეცდომები დაუშვა, მაგრამ უპირველესად საკუთარი თავი უნდა გავაკრიტიკოთ.“ - ციტირებს გერმანელი სპეციალისტის სიტყვებს TMW.

მოულოდნელად დამთავრდა მატჩი შეფილდში, სადაც ადგილობრივმა „იუნაიტედმა“ მრისხანე „ჩელსი“ 3:0 გაანადგურა. ფრენკ ლამპარდის გუნდი ოთხეულში, ანუ ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოსახვედრად იბრძვის და მისთვის ყოველ ქულას ოქროზე მეტი ფასი აქვს. ამ მარცხით კი მათ დიდი ნაბიჯი გადადგეს უკან. მართალია, ისინი ისევ მესამე ადგილზე დარჩნენ, მაგრამ თუ „ლესტერი“ და „მანჩესტერი“ თავის შეხვედრებს მოიგებენ, „არისტოკრატები“ მეექვსე ადგილამდე დაქვეითდებიან.

თუმცა, ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა ერთი გუნდი გამუდმებით უტევს, მეორეს კი გოლები გააქვს. მასპინძლებმა კარგი დაცვის და კონტრშეტევაზე თამაშის გაკვეთილი ჩაუტარეს სტუმრებს. მატჩის გმირი კი დევიდ მაკგოლდრიკი გახდა რომელმაც დუბლი შეასრულა.

„დღეს „შეფილდმა“ ყველაფერში გვაჯობა: ფიზიკურადაც, ტაქტიკურადაც და ბურთის ფლობაშიც. ძალიან კარგი გუნდია. ვიჯექი და ვფიქრობდი, ნეტავ, რა გვინდა? შეწუხებული ვარ ჩვენი გარჯით.“ - უთხრა ლამპარდმა ВВС-ს.

დღის გვიან მატცში „სიტიმ“ სტუმრად „ბრაიტონი“ გაანადგურა, რაჰიმ სტერლინგმა ჰეთ თრიქი შეასრულა.

დღის გმირი კი ვესტჰემელი მაიკლ ანტონიო გახდა, რომელმაც “ნორვიჩს“ პოკერი შეუსრულა. ამ მარცხის შემდეგ, „ნორვიჩი“ უკვე ჩემპიონშიფის ბინადარია.

ინგლისი

პრემიერლიგა. 35 ტური. 11 ივლისი

ლივერპული - ბარნლი 1:1

ლივერპული. „ენფილდი.“

1:0 რობერტსონი (34), 1:1 როდრიგესი (69)

ლივერპული: ალისონი, ვან დეიკი, გომესი, უილიამსი (ალექსანდერ-არნოლდი 69), რობერტსონი, ფაბინიო, ვეინალდუმი (ოქსლეიდ-ჩემბერლენი 81), ჯონსი (კეიტა 69), ფირმინო, მანე, სალაჰი

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

ბარნლი: პოუპი, ტეილორი, ტარკოვსკი, ბარდსლი, ლონგი, ბრაუნჰილი, მაკნილი, ვესტვუდი, პიტერსი (გუდმუნდსონი 65), ვუდი (ვიდრა 65), როდრიგესი

მწვრთნელი: შონ დაიჩი

მსაჯი: დევიდ კუტი

გაფრთხილება: გომესი (80); ბარდსლი (88), პოუპი (89)

შეფილდი - ჩელსი 3:0

შეფილდი. „ბრემოლ ლეინი.“

1:0 მაკგოლდრიკი (18), 2:0 მაკბერნი (33), 3:0 მაკგოლდრიკი (77)

შეფილდი: ჰენდერსონი, ო’კონელი, ბეშემი (იაგიელკა 68), ეგანი, ბოლდოკი, სტივენსი, ნორვუდი, ოსბორნი, ბერგე (ლუნდსტრამი 63), მაკბერნი (მუსე 63), მაკგოლდრიკი

მწვრთნელი: კრის ვაილდერი

ჩელსი: კეპა, კრისტენსენი (რუდიგერი 46), ზუმა, ჯეიმსი (ჰადსონ-ოდოი 75), ასპილიკუეტა, ჟორჟინიო, ბარკლი (ლოფტუს-ჩიკი 78), მაუნტი (ალონსო 46), პულიშიჩი (ჟირუ 66), ვილიანი, აბრაჰამი

მწვრთნელი: ფრენკ ლამპარდი

მსაჯი: ანდრე მარინერი

გაფრთხილება: ბოლდოკი (3)

ბრაიტონი - სიტი 0:5

ბრაიტონი. „ამექსი.“

0:1 სტერლინგი (21), 0:2 ჟეზუსი (44), 0:3 სტერლინგი (53), 0:4 ბერნარდუ სილვა (56), 0:5 სტერლინგი (81)

ბრაიტონი: რაიანი, მონტოია (ლემპტი 59), დანკი, უებსტერი, ბერნარდო, ბისუმა, მუი, პრიოპერი (სტეფენსი 59), გროსი (ბერნი 78), კონოლი (მოპე 59), ტროსარი (ჯაჰანბახში 70)

მწვრთნელი: გრემ პოტერი

სიტი: ედერსონი, უოკერი, ლაპორტი, გარსია, მენდი (ზინჩენკო 64), როდრი (ფერნანდინიო 72) , დე ბრუინი (დავიდ სილვა 64), მაჰრეზი, ბერნარდუ სილვა, სტერლინგი, ჟეზუსი (ფოდენი 63)

მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა

მსაჯი: გრემ სქოთი

გაფრთხილება: ბისუმა (83)

ნორვიჩი - ვესტ ჰემი 0:4

0:1, 0:2, 0:3, 0:4 ანტონიო (11, 45+1, 54, 74)

უოტფორდი - ნიუკასლი 2:1

0:1 გეილი (23), 1:1, 2:1 დინი (52 პენ, 85 პენ)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092077